იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები სლოვაკეთში
2014 წლის მონაცემებით სლოვაკეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 7 ძეგლია, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1007 2014 წლისთვის) 0,7 %-ს წარმოადგენს. მათ შორის 5 ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო 2 ძეგლი ბუნებრივი კრიტერიუმებით. გარდა ამისა, 2014 წლის მდგომარეობით სლოვაკეთის 14 ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[1]. სლოვაკეთმა იუნესკოს მსოფლიო ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება 1993 წლის 31 მარტს მოახდინა[2]. სლოვაკეთის ტერიტორიიდან პირველი სამი ობიექტი სიაში შეიტანეს 1993 წელს 17-ე სესიაზე.
ცხრილი
რედაქტირებაცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
№ | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ქალაქი ბანსკა-შტიავნიცა (სლოვაკ. Historické centrum mesta Banská Štiavnica a technické pamiatky okolia) |
მხარე: ბანსკა-ბისტრიცა რაიონი: ბანსკა-შტიავნიცა |
XII — XVIII საუკუნე | 1993 | 618 | iv, v | |
2 | სპიშკი-ჰრადი და ქალაქი ლევოჩა (სლოვაკ. Levoča, Spišský hrad a pamiatky okolia) |
მხარე: კოშიცე რაიონი: სპიშკა-ნოვა-ვესი |
XI — XII საუკუნე | 1993 | 620 | iv | |
3 | სოფელი ვლკოლინეცი (სლოვაკ. Vlkolínec) |
მხარე: ჟილინა რაიონი: რუჟომბეროკი |
XVIII — XIX საუკუნე | 1993 | 622 | iv, v | |
4 | ქალაქ ბარდეიოვის ისტორიული ცენტრი (სლოვაკ. Bardejov mestská pamiatková rezervácia) |
მხარე: პრეშოვი რაიონი: ბარდეინოვი |
XIII — XVIII საუკუნე | 2000 | 973 | iii, iv | |
5 | აგტელეკის ეროვნული პარკი (სლოვაკ. Jaskyne Aggteleckého krasu a Slovenského krasu) |
მხარე: კოშიცე, ბანსკა-ბისტრიცა რაიონი: როჟნიავა, კოშიცე-პერიფერია, რიმავსკა-სობოტა (უნგრეთთან ერთად) |
— | 1995 | 725 | viii | |
6 | კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები (სლოვაკ. Karpatské bukové pralesy o Staré bukové lesy Nemecka) |
მხარე: პრეშოვი რაიონი: სნინა, გუმენე (უკრაინასთან , გერმანიასთან ერთად) |
— | 2007 გაფართოება 2011 წელს |
1133 | ix | |
7 | კარპატების ხის ეკლესიები სლოვაკეთში (სლოვაკ. Drevené kostoly v slovenskej časti Karpát) |
მხარე: პრეშოვი, ჟილინა რაიონი: ბარდეიოვი, ტვრდოშინი, კეჟმაროკი, დოლნი-კუბინი |
XVII საუკუნე — XIX საუკუნე | 2008 | 1273 | iii, iv |
ობიეექტების გეოგრაფიული მდებარეობა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Tentative. UNESCO World Heritage Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 17 декабря 2010.
- ↑ The States Parties - Slovakia. unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 17 декабря 2010.