აგტელეკის ეროვნული პარკი

აგტელეკის ეროვნული პარკი (უნგრ. Aggteleki Nemzeti Park) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ უნგრეთში, ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეში, ამ სახელის ასევე პატარა სოფელი პარკის ტერიტორიაზე. რომელიც სლოვაკეთის კარსტთან ერთად წარმოადგენს აგტელეკის ერთიანი მღვიმის ნაწილს. იგი უნგრეთში დაფუძნებული რიგით მეოთხე ეროვნული პარკია, რომელიც დაარსდა 1985 წელს აგტელიკის ბუნების დაცულ ტერიტორიაზე. ეს იყო პირველი ეროვნული პარკი, სადაც დაცული იყო ქვეყნის გეოლოგიური ფასეულობები — სოფლის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რაიონები და ქვის ხანის ცნობილი გამოქვაბულები, რომლის ტერიტორიაზე არაერთი მცენარეული თუ ცხოველთა სახეობა გვხვდება.

აგტელეკის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
სტალაგმიტი ბარადლას მღვიმეში
აგტელეკის ეროვნული პარკი
მდებარეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
უახლოესი ქალაქი მიშკოლცი
კოორდინატები 48°28′32″ ჩ. გ. 20°29′12″ ა. გ. / 48.47573000° ჩ. გ. 20.48687000° ა. გ. / 48.47573000; 20.48687000
ფართობი 198.92 კმ²
დაარსდა 1 იანვარი, 1985
მმართველი ორგანო ოფიციალური საიტი
ვლკოლინეცი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი, სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°28′33″ ჩ. გ. 20°29′13″ ა. გ. / 48.47583° ჩ. გ. 20.48694° ა. გ. / 48.47583; 20.48694
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 725-858
გაფართოება 2000 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 725-858
ინგლ.რუს.ფრ.

აგტელეკის ეროვნული პარკი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში სლოვაკეთის კარსტთან ერთად, რომელიც აგრძელებს აგტელეკის ეროვნულ პარკს სლოვაკეთის ტერიტორიაზე.

პარკი მდებარეობს ქალაქ მიშკოლციდან ჩრდილოეთით 60 კმ-ში და მოქცეულია მდინარეების ბოდვასა და შაიოს ხეობებს შორის.

პარკის ფართობია — 199 კმ² საიდანაც 39 კმ² განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. აგტელეკმა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო 1985 წელს, ხოლო 10 წლის შემდეგ გაწევრიანდა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

პარკის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მრავალრიცხოვანი კარსტული მღვიმეები, ცნობილი თავისი სიგრძით და ლაბირნითისმაგვარი დარბაზებით. სულ რეგიონში დაითვლება 712 მღვიმე. ყველაზე დიდი და ცნობილი მღვიმეა ბარადლა (დომიცა) - ყველაზე დიდი სტალაქტიტებით ევროპაში. მისი სიგრძე 26 კილომეტრია, საიდანაც 18 მდებარეობს უნგრეთში, 8 კმ. სლოვაკიაში. სადაც იგი ცნობილია დომიცას სახელით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: