სლოვაკეთის კარსტი
სლოვაკეთის კარსტი, სლოვაკეთის კრასი (სლოვაკ. Slovenský kras) — კირქვული პლატო სლოვაკეთსა და ნაწილობრივ უნგრეთში. სლოვაკეთის მადნიანი მთების სამხრეთით. სიმაღლე 851 მ (მთა პლეშივეცი). მდინარე სლანისა და მისი შენაკადების ხეობებით დაყოფილია ცალკეულ პლატოსებურ მასივებად. დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები — ქვაბულები, ძაბრები, პოლიები, მღვიმეები და სხვა. მღვიმეებიდან აღსანიშნავია დომიცა. აგებულია კირქვებითა და დოლომიტებით. შემოსილია მუხისა და რცხილის ტყეებით. ინტენსიურად არის დაკარსტული. 1973 წლიდან დაცულია როგორც რელიეფის უნიკალური ფორმა, ხოლო 2002 წლის 1 მარტიდან აქვს ეროვნული პარკის სტატუსი.
სლოვაკეთის კარსტი | |
---|---|
სლოვაკეთის კარსტი | |
კოორდინატები: 48°35′ ჩ. გ. 20°35′ ა. გ. / 48.583° ჩ. გ. 20.583° ა. გ. | |
ტერიტორიული ერთეული | სლოვაკეთი უნგრეთი |
უმაღლესი წერტილი | პლეშივეცი |
სიმაღლე | 851 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სლოვაკეთის კარსტი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- სლოვაკეთის კარსტის ეროვნული პარკი დაარქივებული 2010-12-18 საიტზე Wayback Machine. (სლოვაკური)