ლევოჩა
ლევოჩა (სლოვაკ. Levoča, უნგრ. Lőcse, გერმ. Leutschau, პოლ. Lewocza) — ქალაქი აღმოსავლეთ სლოვაკეთში, სპიშის რეგიონში. 2006 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 14 731 ადამიანს შეადგენს. ქალაქს გააჩნია კარგად შემონახული ისტორიული ქალაქის კედელი, რენესანსული ეკლესია, რომელიც გამოირჩევა ხის ყველაზე მაღალი საკურთხევლით მთელს ევროპაში და რომელიც მოჩუქურთმებულია ოსტატ პოლ ლევოჩელის მიერ, ასევე ახვა მრავალი რენესანსული ნაგებობა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლევოჩა Levoča | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
კოორდინატები | 49°01′31″ ჩ. გ. 20°35′17″ ა. გ. / 49.02528° ჩ. გ. 20.58806° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1249 | ||||
პირველი ხსენება | 1249 | ||||
ფართობი | 64.042 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 570 მ | ||||
მოსახლეობა | 14 731 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 230 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 053 | ||||
საფოსტო ინდექსი | 054 01 | ||||
საავტომობილო კოდი | LE | ||||
ოფიციალური საიტი | levoca.sk | ||||
2009 წელს, ლევოჩა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]
ლევოჩა პირველად მოსენიებულია მეფე ბელა IV-ის 1249 წლის წერილში. მიუხედავად ამისა, ქალაქიში მანამდე უკვე არსებობდა XI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის რომანული ეკლესია. 1241 წელს, მონღოლ-თათრების შემოსევის შემსდეგ აქ გერმანელი კოლონისტები მოდიან.
1271 წელს, ლევოჩა პირველად მოიხსენიება როგორც თავისუფალი სამეფო ქალაქი და პროვინციული დედაქალაქი. XV საუკუნეში, ლევოჩელმა ვაჭრებმა უნგრეთის მეფისგან მრავალი პრივილეგია მიიღეს, რის შედეგადაც ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო. ამავე პერიოდში, ლევოჩა სლოვაკეთის პროტესტანტული მოძრაობის ცენტრი ხდება.
XVII საუკუნეში, ჰაბსბურგების საწინააღმდეგო ამბოხებებისას, ქალაქის დაკნინება იწყება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 620 ინგლ. • რუს. • ფრ. |