სპიშკი-ჰრადი
სპიშკი-ჰრადი (სლოვაკ. Spišský hrad) — ყველაზე დიდი ციხესიმაგრე სლოვაკეთში, სპიშის ოლქის ისტორიული ცენტრი, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს სპიშსკე-პოდგრადეს მახლობლად.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 620 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაციხესიმაგრე ააშენეს XII საუკუნეში. XIII საუკუნეში დაამატეს რომანული სტილის სასახლე. 1241 წელს ციხესიმაგრემ გადაიტანა მონღოლ-თათართა ალყა. XIII საუკუნის ბლოს ციხესიმაგრის საფორტიფიკაციო ნაგებობები გაამაგრეს იტალიელმა არქიტექტორებმა. XIV საუკუნეში, მიაშენეს ქვედა ციხე. XV საუკუნეში ციხესიმაგრის მფლობელებმა, ზაპოლიამ, აქ მრავალი ახალი შენობა ააგო. ციხესიმაგრეში დაიბადა უნგრეთის მეფე იანოშ I ზაპოლია. XVIII საუკუნეში ციხესიმაგრე მიატოვეს, ხოლო 1780 წელს დაიწვა. ამჟამად მიმდინარეობს ციხესიმაგრის აღდგენა.
ცნობილი მცხოვრებლები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сайт Спишского Града
- История и архитектура Спишского града
- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სპიშკი-ჰრადი