ბარდეიოვი
ბარდეინოვი (სლოვაკ. Bardejov, გერმ. Bartfeld, უნგრ. Bártfa, პოლ. Bardejów) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ სლოვაკეთში, შარიშის რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 33 020 ადამიანს შეადგენს. სპა ქალაქი. რომელიც პირველად 1241 წელს იხსენიება, მის თითქმის ხელუხლებელ შუა საუკუნეების ცენტრში ინახავს მრავალრიცხოვან კულტურულ მონუმენტს. 2000 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბარდეინოვი Bardejov | |||||
ქალაქის მთავარი მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
კოორდინატები | 49°17′36″ ჩ. გ. 21°16′34″ ა. გ. / 49.29333° ჩ. გ. 21.27611° ა. გ. | ||||
მაიორი | Boris Hanuščak | ||||
დაარსდა | 1241 | ||||
პირველი ხსენება | 1241 | ||||
ფართობი | 72.78 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 283 მ | ||||
მოსახლეობა | 33 020 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 454 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 054 | ||||
საფოსტო ინდექსი | 08501 | ||||
საავტომობილო კოდი | BJ | ||||
ოფიციალური საიტი | e-bardejov.sk | ||||
ქალაქის სახელწოდება მოდის უნგრული სიტყვიდან "bárd", (თიბვა, ჩეხვა) რაც აღნიშნავს ტყის იმ ტერიტორიას, რაც ერთ კაცს შეუძლია ერთ დღეში გაჩეხოს.
თანამედროვე ბარდეინოვის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. მაშინ როდესაც მისი პირველადი წერილობითი მოხსენიება 1240-იან წლებს მიეკუთვნება, როდესაც აქაურმა ბერმა მეფე ბელა IV-სთან იჩივლა ქალაქის საზღვრებთან დაკავშირებულ იმ ძალადობაზე, რასაც მეორე ქალაქი პრეშოვიდან ჰქონდა ადგილი. ამ დროისათვის, აქ უკვე არსებობდა წმინდა ეგიდის ეკლესია. XIV საუკუნეში გალაქი საგულდაგულოდ გაამაგრეს, სწორედ ამ პერიოდში ის პოლონეთთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. აყვავებულ ეკონომიკას 50-ზე მეტი საამქრო (გილდია) აკონტროლებდა. 1376 წელს, ბარდეინოვმა სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო, მოგვიანებით კი თავისუფალი სამეფო ქალაქი გახდა. ქალაქის ოქროს ხანა XVI საუკუნეში დასრულდა, როდესაც რამდენიმე ომმა, პანდემიამ და სხვა უბედურებებმა მისი ეკონომიკა გაანადგურა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქალაქის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Info website
- UNESCO site about Bardejov
- Organization of World Heritage Cities: Bardejov
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 973 ინგლ. • რუს. • ფრ. |