ისააკ პომერანჩუკი
ისააკ პომერანჩუკი (რუს. Исаа́к Я́ковлевич Померанчу́к; დ. 20 მაისი, 1913, ვარშავა, რუსეთის იმპერია — გ. 14 დეკემბერი, 1966, მოსკოვი) — რუსი თეორეტიკოსი-ფიზიკოსი.
ისააკ პომერანჩუკი | |
---|---|
რუს. Исаак Яковлевич Померанчук | |
დაბ. თარიღი | 7 (20) მაისი, 1913[1] |
დაბ. ადგილი | ვარშავა[2] |
გარდ. თარიღი | 14 დეკემბერი, 1966[2] (53 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[2] |
დასაფლავებულია | Bolshevo Cemetery |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკოსი და პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი, ხარკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი, ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, Q16669689?, კურჩატოვის ინსტიტუტი და თეორიული და ექსპერიმენტალური ფიზიკის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] |
განთქმული მოსწავლეები | Lev Okun |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი[1] , შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაისააკ იაკობის ძე პომერანჩუკი დაიბადა 1913 წლის 20 მაისს ქალაქ ვარშავაში. მამამისი იყო ინჟინერ-ქიმიკოსი, ხოლო დედა ამალია დავითის ასული — ექიმი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შედეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა როსტოვში, ხოლო შემდეგ რუბეჟნიში (დომბასი). პომერანჩუკმა 1927 წელს რუბეჟნიში დაამთავრა შვიდწლიანი სკოლა, ხოლო 1929 წელს რუბეჟნის ქიმიურ ქარხანასთან არსებული საფაბრიკო-საქარხნო ორწლიანი სასწავლებელი. ამავე ქარხანაში მუშაობდა იგი მომდევნო ორი წელი. 1931 წელს პომერანჩუკი შევიდა ავანოვოს ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თუმცა მეორე კურსიდან იგი გადავიდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (ეს ფაკულტეტი მან 1936 წელს დახურა).
მოღვაწეობა
რედაქტირებაპომერანჩუკმა მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1937 წელს. მან თავდაპირველად მყარი სხეულების ფიზიკაში ჩაატარა მრავალფეროვანი გამოკვლევები. ამ გამოკვლევებიდან აღსანიშნავია ორი: კრისტალებში ნეიტრონული გაფანტვის თეორია და დიელექტრიკების სითბოგამტარობის თეორია. მისი შემოქმედების ძირითადი ნაშრომები იყო 1938-1948 წელს გამოქვეყნებული შრომათა ციკლი.
ძალზე დიდია პომერანჩუკის წვლილი საბჭოთა კავშირში ბირთვული რეაქტორის შექმნაში. მან ამ საკითხზე მუშაობდა დაიწყო 1934 წელს. მანვე შექმნა ჰეტეროგენულ სისტემაში ნეიტრონების რეზონანსული შთანთქმის თეორია.
პომერანჩუკის დამსახურება ბირთვული რეაქტორების თეორიაში მარტო მისი ნაშრომებით არ ამოიწურება, იგი ამ მიმართულებით საბჭოთა სკოლის შექმნის მთავარი მონაწილეა.
ისააკ პომერანჩუკის რამდენიმე ნაშრომი ეხება მაგნიტური დამუხრუჭების გამოსხივების თეორიას. პირველი ნაშრომი რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს გამოქვეყნდა 1939 წელს. 1944-1946 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომებში პომერანჩუკი ყურადღებას ამახვილებდა ციკლურ ამაჩქარებლებში ელექტრონის მოძრაობის დროს მაგნიტური დამუხრუჭებით ენეგრიის დანაკარგსა და მოჰყავს გამოსხივების დაწვრილებითი ანალიზზე. 1947 წელს მან გამოთვალა მან გამოთვალა ელექტრონებზე პოზიტრონების ანიჰილაციის კვეთი პოლარიზაციის გათვალისწინებით და აღმოაჩინა, რომ -მდგომარეობაში ერთის ტოლი სრული სპინით ორკვანტიანი ანიჰილაცია აკრძალულია.
1958 წელს პომერანჩუკი იძლევა თავისი ცნობილი თეორემის ფორმულირებას, რომლის თანახმადაც ზღვრულად მაღალი ენერგიებისათვის ნუკლონთან ნაწილაკის და ნუკლონთან ანტინაწილაკის ურთიერთქმედების კვეთები ტოლი უნდა იყოს. ამ თეორიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას — ზღვრულად მაღალი ენერგიების ფიზიკის წარმოშობას. ამ მიმართულების აღიარებული ლიდერი სწორედ პომერანჩუკია.
პომერანჩუკს ელექტრონული გამოსხივების ახალი სახეობის აღმოჩენაში მონაწილეობისათვის დიმიტრი ივანენკოსა და სოკოლოვთან ერთად 1951 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მას ეს პრემია მომდევნო წლებშიც მიენიჭა, თუმცა უკვე დამოუკიდებლად. ასევე იგი დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენითაც.
პომერანჩუკმა შექმნა საბჭოთა ფიზიკოს-თეორეტიკოსების დიდი სკოლა. მან ჩამოაყალიბა და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თეორიულ განყოფილებებს თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტში. 1953 წელს პომერანჩუკი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1964 წელს არჩეულ იქნა ნამდვილ წევრად[4][5].
ისააკ პომერანჩუკი გარდაიცვალა 1966 წლის 14 დეკემბერს, 53 წლის ასაკში, მოსკოვში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე, ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 307-309, თბ., 1980.
- И. Я. Померанчук, Собрание научных трудов, тт. I — III, М., 1972.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Большая российская энциклопедия. Электронная версия — Большая российская энциклопедия, 2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Померанчук Исаак Яковлевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Bilovitsky, Vladimir. "Pomeranchuk, Isaak Iakovlevich". YIVO Encyclopedia. Retrieved 2018-10-31.
- ↑ Shifman, Misha, ed. (2001). At The Frontier Of Particle Physics: Handbook Of Qcd (In 3 Vols). World Scientific Publishing.