დიმიტრი ივანენკო
დიმიტრი ივანენკო (რუს. Дми́трий Дми́триевич Иване́нко; დ. 29 ივლისი, 1904, პოლტავა — გ. 30 დეკემბერი, 1994, მოსკოვი) — საბჭოთა თეორიტიკოს-ფიზიკოსი, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ქართველი ფიზიკოსების მოამაგე და მეგობარი, რუსი ფიზიკოსი.
დიმიტრი ივანენკო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 (29) ივლისი, 1904 |
დაბ. ადგილი | პოლტავა[1] |
გარდ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1994 (90 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | კუნცევოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სსრ სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ხარკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი, Kharkiv Polytechnic Institute, იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი, ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, Ural State University, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი და რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | Poltava men's gymnasium, Poltava National Pedagogical University და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Arseny Sokolov |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი დიმიტრის ძე ივანენკო დაიბადა 1904 წლის 29 ივლისს ქალაქ პოლტავაში. ივანენკოს მამა ჟურნალიტია, ხოლო დედა — მასწავლებელი. გიმნაზიის პერიოდში ივანენკომ ერთი წლის განმავლობაში ორი კლასის კურსი გაიარა და 15 წლისა უკვე მეშვიდე კლასში აღმოჩნდა. აქ მას დახვდა კარგად მომწიფებული ახალგაზრდები, მოწაფეთა ამ ჯგუფმა ფილოსოფიის შემსწავლელი წრე ჩამოაყალიბა. სტუდენტთა ამ ჯგუფს „მეცნიერება და ცხოვრება“ დაერქვა. სწორედ აქ გამოარკვიეს რომ ფილოსოფიის შესწავლა ფიზიკის გარეშე შეუძლებელი იყო. ამ წრემ გადაწყვიტა მომავალი ფიზიკოსის ბედიც. პარალელურად 15 წლის ივანენკო შრომით საქმიანობას იწყებს პოლტავას საქალაქო ბიბლიოთეკაში. 16 წლის ამთავრებს საშუალო სასწავლებელს და მასწავლებლობას იწყებს პოლტავას საშუალო სასწავლებელში. პარალელურად სწავლას აგრძელებს პოლტავას პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1923 წელს იგი გადავიდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის II კურსზე. 1924 წელს ლენინგრადში ფიზიკოსთა ყრილობა შედგა. ყრილობაზე უცხოელი ფიზიკოსებიც იყვნენ მოწვეულნი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1926 წელს ივანენკომ მუშაობა დაიწყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში. 1929-1935 წლებში იგი ლენინგრადის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა. 1935-1936 სასწავლო წლიდან ივანენკო სამუშაოდ ტომსკოს უნივერსიტეტსა და ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში გადავიდა, 1939-1943 წლებშისვერდლოვსკის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მუშაობდა. 1943 წლიდან ივანენკო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორია.
დიმიტრი ივანენკოს შრომები
რედაქტირებამეცნიერული მოღვაწეობა ივანენკომ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. იგი მაშინვე ჩაება კვანტური მექანიკის განვითარების საქმეში, მას შემდეგ მან კვლევის ფართო ციკლი შეასრულა ბირთვულ ფიზიკაში, რელატივისტურ კვანტური თეორიაში, ველის თეორიაში, გრავიტაციის თეორიაში და სხვა. ივანენკომ გამოკვლევების ერთი სერია მიუძღვნა ამჩქარებლების ულტრარელატივისტური ელექტრონების გამოსხივებას. 1929-1935 წლებში, გარდა ბირთვის ზემოხსენებული პროტონ-ნეიტრონული მოდელისა, ი. ტამთან ერთად ივანენკომ განავითარა ბირთვული წყვილი ძალების თეორია. ციმბირის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ა. სოკოლოვთან ერთად ივანენკომ მნიშვნელოვანი შრომები შექმნა თეორიულ ფიზიკაში.
1932 წლის 28 მაისს, ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნდა ახალგაზრდა საბჭოთა ფიზიკოსის დიმიტრი ივანენკოს სტატია, რომელშიც წარმოადგენდა ატომის ბირთვის ახალი მოდელი. ერთი თვის შემდეგ ბირთვის ანალოგიური მოდელი წამოაყენა გერმანელმა ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა. თანამედროვე ფიზიკურ ლიტერატურაში ამ მოდელს ივანენკო-ჰაიზენბერგის მოდელი ეწოდა. ამ ბირთვის პროტონ-ნეიტრონულმა მოდელმა მრავალ გამოცდას გაუძლო და დღსაც მთავარ დასაყრდენს წარმოადგგენს ყველა მკვლევარისათვის ბირთვულ ფიზიკაში. 1972 წელს ამ მოდელს ორმოცი წელი შეუსრულდა. დიმიტრი ივანენკომ არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ფიზიკოსთა მეცნიერულ ზრდა-განვითარებაში. იგი კონსულტაციას უწევდა პროფესორ დ. ღოღობერიძეს, მასთან საასპირანტო წვრთნას გადიოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვ. მირიანაშვილი. გასული ორმოცი წლის მანძილზე დიმიტრი ივანენკოს შრომებს იყენებდნენ და სათანადო მითითებებსაც იძლევიან ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსები.
დიმიტრი ივანენკო გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს მოსკოვში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 538-545
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Иваненко Дмитрий Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.