ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი
ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (რუს. Сибирский физико-технический институт) — ციმბირში პირველი სამეცნიერო-კვლევთი ინსტიტუტი. მდებარეობს ქალაქ ტომსკში, ტომსკის ოლქი, რუსეთი.
ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი | |
---|---|
Сибирский физико-технический институт | |
ლათ. Siberian Physics and Technics Institute | |
დაფუძნდა | 1928 |
ტიპი | სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი |
რექტორი | ალექსანდრე პოტეკაევი |
ქალაქი | ტომსკი |
პროვინცია | ტომსკის ოლქი, |
ქვეყანა | რუსეთი |
spti.tsu.ru/ |
ისტორია
რედაქტირებაჩამოყალიბდა რუსეთის სფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 1928 წლის 1 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე ტომსკის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის ბაზაზე. ტომსკის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით ინსტიტუტისთვის გამოყეს ყოფილი საგუბერნიო სამმართველოს შენობა, ორსართულიანი აგურის შენობა, აგებული ამპირის სტილში 1838-1842 წლებში გუბერნიის არქიტექტორის ალექსი დეევის პროექტის მიხედვით რუსული კლასიციზმის ტრადიციებზე დაფუძნებით.
ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახდა ი. ა. სამოილოვი, რომელიც მანამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1932 წელს ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი შევიდა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
1936 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა რუსეთში პირველი იონოსფეროს სადგური (ხელმძღვანელი - ვ. ნ. კესინიხი).
1954-1978 წლებში ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 18 ახალი ლაბორატორია ვა ფიზიკური პროფილის ოთხი ლაბორატორია.
1973 წელს ააშენეს ახალი ლაბორატორიული კორპუსი სამხრეთის მოედანზე. 1978 წელს ინსტიტუტი დააჯილდოეს შრომის წითელი დროშის ორდენით.
სტრუქტურა
რედაქტირება- გეოფიზიკისა და ეკოლოგიის განყოფილება
- რადიოფიზიკის განყოფილება
- კონტროლის რადიოფიზიკური კონტრლის განყოფილება
- რადიოელექტრონიკის განყოფილება
- მოლეკულების ფოტონიკის განყოფილება
- თეორიული ფიზიკის განყოფილება
- ნახევარგამტარების ფიზიკის განყოფილება
- მეტალების ფიზიკის განყოფილება
- სამედიცინო მასალების და იმპლანტანტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ლიტერატურა
რედაქტირება- Сибирский физико-технический институт имени академика В. Д. Кузнецова. / Сорокин, Александр Николаевич (Автореферат диссертации на соискание ученой степени кандидата исторических наук). Томск, 2012.
- Сорокин А. Н. Сибирский физико-технический институт: история института в документах и материалах (1941—1978 гг.) / сост. С. Ф. Фоминых (отв. ред.) ; A.C. Ульянов, С. А. Некрылов, А. И. Потекаев, А. Г. Караваева, М. В. Грибовский, A.B. Литвинов, А. Н. Сорокин, C.B. Лощанов, В. Е. Назарова, A.A. Иванов. — Томск : Изд-во НТЛ, 2006. — 396 с.
- Сибирский физико-технический институт // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 315-316. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
- Сибирский физико-технический институт, Официальный сайт, spti.tsu.ru
- Строим завтрашний день
- Учёные СФТИ творят чудеса (23.10.2008)