ირინა ალიევა,[2] დაბადების სახელი ირინა კინძერსკა (დ. 13 ივნისი, 1991) — აზერბაიჯანელი-უკრაინელი ძიუდოისტი.[3][4] 2021 წელს, ტოკიოში, იაპონიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, +78 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[5] არის ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. 2017 წლის ძიუდოს მსფოლიო ჩემპიონატისა და 2019 წლის ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი.

ირინა კინძერსკა
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Ірина Миколаївна Кіндзерська
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1991(1991-06-13) (33 წლის)
დაბ. ადგილი კამენეც-პოდოლსკი
სიმაღლე 180
წონა 125[1]
ქვეყანა უკრაინა
ჯილდოები 3rd degree "For Service to the Fatherland" order

2007 წელს +70 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე. 2009 წელს კინძერსკამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. ამავე წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. კინძერსკა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა +78 კგ წონით კატეგორიაში. გამოდიოდა უკრაინის სახელით.[6] ზოგიერთი ცნობა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კინძერსკა დაიბადა უკრაინის ქალაქ ბაკოტაში. პატარა ქალაქი ბაკოტა 1981 წელს ოფიციალურად გაქრა, რადგან ის დნესტრის წყალსაცავის წყალმა ჩაძირა. 2016 წელს კინძერსკა დაქორწინდა აზერბაიჯანელ სპორტსმენზე. ისინი საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდნენ. 2017 წლიდან კინძერსკა საერთაშორისო ტურნირებზე აზერბაიჯანის სახელით ასაპრეზობს.[2] 2017 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ირინა კინძერსკამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა ტესი საველკულსი.[7] 2019 წელს ქალაქ მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე კინძერსკამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[8] 2019 წელს დამარცხდა მსოფლიო მასტერსის ფინალში. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა ტესი საველკულსთან. 2021 წელს დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო მასტერსე კინძერსკამ ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. ფინალში დამარცხდა ფრანგ ძიუდოისტ რომან დიკოსთან. [9][10] 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

კარიერის მანძილზე კინძერსკამ გრან-პრის ტურნირებზე 12 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა. 2014 და 2015 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ჯეჯუს გრან-პრიზე. 2011 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბაქოს გრან-პრიზე. 2014 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ასტანაში გამართულ გრან-პრიზე. ამავე წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ტაშკენტის გრან-პრიზე. 2016 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბუდაპეშტის გრან-პრიზე. 2017 წელს კინძერსკამ მოიგო დიუსელდორფის გრან-პრი. ფინალში დაამარცხა იაპონელი ძიუდოისტი მეგუმი ტაჩიმოტო. 2018 წელს მოიგო ტაშკენტის გრან-პრი. ფინალში დაამარცხა გერმანელი ძიუდოისტი კაროლინ ვაისი. 2019 წელს მოიგო თელ-ავივის გრან-პრი. ფინალში დაამარცხა უკრაინელი ძიუდოისტი ელიზავეტა კალანინა. ამავე წელს მოიგო ანტალიის გრან-პრი, სადაც ფინალში ბრაზილიელი ბეატრის სოუზა დაამარცხა. 2019 წლის ზაგრების გრან-პრიზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

კარიერის მანძილზე კინძერსკამ გრანდ-სლემის ტურნირებზე 10 სხვადასხვა სინჯის მედლი მოიპოვა. 2015 წელს ტოკიოს გრანდ-სლემზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამავე წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი პარიზის გრანდ-სლემზე. 2017 წელს აბუ-დაბის გრანდ-სლემის ფინალში დამარცხდა ტესი საველკუსთან. 2019 წლის პარიზის გრანდ-სლემის ფინალში დამარცხდა კუბელ ძიუდოისტ იდალის ორტისთან. 2020 წლის დიუსელდროფის გრანდ-სლემის ფინალში დამარცხდა სარა ასაჰინასთან. 2018 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პარიზის გრანდ-სლემზე. ამავე წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედლები დიუსელდორფისა და აბუ-დაბის გრანდ-სლემზე. 2019 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი აბუ-დაბისა და ბაქოს გრანდ-სლემებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://web.archive.org/web/20200417060144/https://www.sports-reference.com/olympics/athletes/ki/iryna-kindzerska-1.html
  2. 2.0 2.1 Ruslan Mezhensky. Почему дзюдоистка Киндзерская променяла Украину на Азербайджан დაარქივებული 2019-07-01 საიტზე Wayback Machine. . Newsone. 4 May 2017.
  3. Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. ირინა კინძერსკა. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-03. ციტირების თარიღი: 2021-10-01.
  5. Judo Results Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 1 August 2021
  6. London 2012 profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-02.
  7. Yu Song retains heavyweight gold for China. ციტირების თარიღი: 2021-03-01
  8. Maryna Slutskaya gives judo in Belarus value with European gold. ციტირების თარიღი: 2021-03-01
  9. 2021 Judo World Masters. ციტირების თარიღი: 13 January 2021
  10. Gillen, Nancy (13 January 2021). „Riner brings IJF World Judo Masters to conclusion with heavyweight gold medal“. InsideTheGames.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2021. ციტირების თარიღი: 13 January 2021.