ირითი
ირითი — მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის აუზში. მყინვარ ტვიბერს ერთვის მარჯვენა მხრიდან 2750 მ სიმაღლეზე. კარულ-ხეობის ტიპის სამხრეთის ექსპოზიციის მყინვარია. სიგრძე 2,5 კმ, ფართობი 2,6 კმ². ფირნის ხაზი ზღვის დონიდან 3110 მ.
კოორდინატები: 43°08′30″ ჩ. გ. 42°52′23″ ა. გ. / 43.1419389° ჩ. გ. 42.8733306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 2,6 კმ² |
სიგრძე | 2,5 კმ |
ტიპი | კარულ-ხეობური |
ლიტერატურარედაქტირება
- შენგელია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 219.