ირაკლი თოფაძე

ქართველი ინჟინერი.

ირაკლი თოფაძე (დ. 1 მაისი, 1905, ყაზბეგი — გ. 1990) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით.

1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ტექნიკურ განყოფილებაში ტექნიკოსად. 1928-1930 წლებში ხევსურეთის სოფლებში — ბარისახოში, ხახმატსა და შატილში — სკოლებისა და საავადმყოფოს (ბარისახოში) მშენებლობაზე. 1930-1932 წლებში სამშენებლო ტრესტ „ახალმშენში“ სამუშაოთა მწარმოებლად. 1932-1933 წლებში გაერთიანება „საქჩაის“ სამშენებლო ტრესტებში ინჟინერ-ინსპექტორად. 1933-1934 წლებში მინერალური წყლის „ყაზბეგის“ ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად. 1935-1937 წლებში მუშაობდა თბილისში ავჭალის ფოლად-თუჯის სხმულების ქარხანა „ცენტროლიტის“ მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად. 1938-1941 წლებსი ტურისტულ სამმართველოში — მთავარ ინჟინრად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში — თავდაცვის ობიექტების სამშენებლო უბნის უფროსად. 1945-1946 წლებში იყო სამშენებლო ტრესტ „საქშახტმშენის“ საწარმოო განყოფილების უფროსი. 1945-1950 წლებში „ჩითახევჰესის“ მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე და საწარმოო განყოფილების უფროსი. 1950-1954 წლებში ტყიბულის მაღაროთა სამმართველოს გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის მთავარი ინჟინერი და მშენებლობის უფროსი. 1954-1955 წლებში „შაორჰესის“ მშენებლობის მთავარი ინჟინერი. 1955-1957 წლებში „საქმთავარენერგოს“ უფროსის მოადგილე. 1957-1960 წლებში საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობის, ტრესტ საქნავთობისა და სამთამადნო ობიექტების სამშენებლო სამმართველოს უფროსი. 1960-1963 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ „თბილმრეწვმშენის“ მთავარი ინჟინერი. 1963-1972 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „საქკომუნრემმშეს“, იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი. 1972-1974 წლებში მუშაობდა იმავე სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1974-1976 წლებში კომუნალური მეურნეობებისა და ქალაქების კეთილმოწყობის სამმართლოს უფროსად. 1977 წლიდან სსრ კავშირის ტექნოლოგიურ ინსტიტუტ „ორგწყალმშენის“ თბილისის განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად.

ჯილდოები რედაქტირება

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 248

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება