იოჰან ლაიდონერი (ესტ. Johan Laidoner; დ. 12 თებერვალი [ ძვ. სტ. 31 იანვარი], 1884, ფელინსკის საგრაფო, ლივონია, რუსეთის იმპერია — გ. 13 მარტი 1953, ვლადიმირი, რსფსრ, სსრკ) — რუსეთის არმიის ოფიცერი, ესტონეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ესტონეთის არმიის მთავარსარდალი.

იოჰან ლაიდონერი
Johan Laidoner
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1884[1] [2]
დაბადების ადგილი ვირაცკაიას ოლქი,
ფელინსკის საგრაფო,
ლივონია
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1953[3] [4] [1] [5] [2]
გარდაცვალების ადგილი ვლადიმირი, რსფსრ სსრკ
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ესტონეთის დროშა ესტონეთი
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება ვიცე-პოლკოვნიკი (რუსეთის იმპერია)
გენერალი (ესტონეთი)
მეთაურობდა ესტონეთის შეიარაღებული ძალები
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ომი ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის
ჯილდოები თეთრი არწივის ორდენი, Order of Lāčplēsis, Order of the Three Stars, 1st Class, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of the White Star, Special Sash[6] , Order of Saint Vladimir 4th class with swords and bow, Order of St. Anna 2nd class with swords, Order of Saint Stanislaus, 2nd class with swords, Cross of Liberty, Royal Order of the Sword, Grand Cross of the Order of Polonia Restituta, Silver Cross of the Virtuti Militari, Order of the Estonian Red Cross, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი, Order of Vytautas the Great, Order of the White Rose of Finland, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და Olympic Games Decoration
სამსახურიდან გადადგომა 1920

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
მემორიალური დაფა (წარწერა ლიტვურ და ესტონურ ენებზე) ვილნიუსის ცნობილი სამხედრო სასწავლებლის კედელზე, სადაც ლაიდონერი სწავლობდა 1902—1905წლებში (სადღეისოდ ვილნიუსის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი , ჩიურლენეს ქ. 18

დაიბადა მონათა ფერმაში (ესტ. Raba) ვიირატსის ოლქში (გერმ. Wieratz) ლივონიის გუბერნიის, ფელინის მაზრაში. ლაიდონერის მშობლიური ფერმა მდებარეობს თანამედროვე ესტონეთის სოფელ ვარდიაში, ამ ტერიტორიაზე 1991 წელს დაარსდა ლივონიის გუბერნიის, ვიირატსის ოლქი (თანამედროვე ვილიანდი-მუსტლას გზატკეცილის მე-4 კილომეტრი). იოჰანი უფროსი შვილი იყო იაკა ლაიდონერისა (1854—1911) და მარი საარსენის (1851—1938)(ფერმის უფროსის მსახურის ქალიშვილი) - ოჯახში.

1901—1902 წლებში იმსახურა კაუნასში, კამსკის 110-ე ქვეით ლეგიონში. 1905 წელს დაასრულა ვილენსკის სამხედრო სასწავლებელი. იმსახურა ერევნის 13-ე გრენადერ პოლკში მანგლისში. მიიღო წოდებები: ლეიტენანტი (1908 წლის 9 აგვისტოს), შტაბს-კაპიტანი (1912 წლის 9 აგვისტოს). 1912 წელს წარჩინებით დაასრულა ნიკოლაევსკის საიმპერატორო სამხედრო აკადემია. მეთაურობდა კავკასიის პირველი ლეგიონის ასეულს.

პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1915 წლის 4 ივლისს). 21-ე ქვეითი დივიზიის შტაბის ადიუტანტი. პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტის ცენტრალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი (1916 წლის 15 აგვისტოს). თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ დაიწყო ეროვნული ნაწილების ფორმირება. ლაიდონერი სათავეში ჩაუდგა ესტონურ დივიზიას, რომელიც ესტონელებისგან ჩამოყალიბდა. გერმანული ძალების ჩრდ. ბალტიისპირეთიდან წასვლის შემდეგ — ესტონეთის არმიის მთავარსარდალი ესტონეთის განმათავისუფლებელი ომში, პოლკოვნიკი (1918 წლის 4 აპრილს).

რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ესტონური დივიზიებთან ერთად მონაწილეობდა პეტროგრადზე შეტევაში. გენერალ-მაიორი (1919 წლის 20 იანვარს), გენერალ-ლეიტენანტი (1920 წლის 26 მარტს). 1920 წელს გადადგა. ესტონეთის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი. ერთა ლიგის თურქეთ-ერაყის ტერიტორიული დავაზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარე.

1925 წლიდან პენსიაზე გავიდა.

1911 წელს დაქორწინდა მარია კრუშევსკაზე (დ. 1888). 1940 წელს ქმართან ერთად გადაასახლეს სსრკ-ში და იმყოფებოდა ტყვეთა ბანაკში; გაათავისუფლეს სტალინის სიკვდილის შემდეგ და ქალბატონი უკვე ხანშიშესული, 1978 წელს ჰააფსალუში გარდაიცვალა.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება