იოლანდა დე ენო
იოლანდა დე ენო (ფრანგ. Yolande de Hainaut; დ. 1175 — გ. 1219, კონსტანტინოპოლი) — ლათინთა იმპერიის იმპერატორი (1217—1219 წწ.). იმპერატორ პიერ II დე კურტენეს მეუღლე.
იოლანდა დე ენო | |
---|---|
Yolande de Hainaut | |
ლათინთა იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1217 |
მმართ. დასასრული: | 1219 |
წინამორბედი: | პიერ II |
მემკვიდრე: | რობერ დე კურტენე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1175 |
გარდ. თარიღი: | 1219 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | პიერ II დე კურტენე |
შვილები: | 12 |
დინასტია: | კურტენეს საგვარეულო |
მამა: | ბოდუენ V დე ენო |
დედა: | მარგარიტა I |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოლანდა იყო ენოს გრაფ ბოდუენ V-ისა და გრაფინია მარგარიტა ფლანდრიელის შვილი. მისი ორი ძმა ბოდუენ I და ანრი I იყვნენ ლათინთა იმპერიის იმპერატორები. 1193 წელს გაათხოვეს პიერ II დე კურტენეზე, რომელიც იყო ნევერის, ოსერისა და ტონერის გრაფი. 1212 წელს იოლანდას მემკვიდრეობით ერგო ნამიურის სამარკგრაფო, მაგრამ იგი თავის უფროს შვილს ფილიპს გადასცა.
1216 წელს ანრი I-ის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის ტახტი სწორედ იოლანდას ქმარს შესთავაზეს. 1217 წლის 9 აპრილს რომში კორონაციის შემდეგ იოლანდა კონსტანტინოპოლში ზღვით დაბრუნდა, ხოლო პიერმა გზა ხმელეთით განაგრძო. კონსტანტინოპოლში ჩასულმა იოლანდამ 1217 წელს შეიტყო, რომ მისი მეუღლე ტყვედ ჩაიგდო ეპირის დესპოტმა. იოლანდა იმპერიას სათავეში ჩაუდგა, ხოლო მალევე დაიბადა მომავალი იმპერატორი ბოდუენ II.
იმპერიის მდგომარეობის გამტკიცების მიზნით 1217 წელს საკუთარი შვილი აგნესი დანიშნა აქაიის მთავარ ჟოფრუა II-ზე, ხოლო მეორე შვილი ცოლად გააყოლა ნიკეის იმპერატორ თეოდორე I ლასკარისს.
1219 წლის დასაწყისიდან, როდესაც კონსტანტინოპოლში ცნობილი გახდა იმპერატორ პიერ II დე კურტენეს გარდაცვალების შესახებ, იოლანდა თავისი შვილის სახელით მართავდა ქვეყანას გარდაცვალებამდე .
შვილები
რედაქტირება- მარგარიტა დე კურტენე (1194—1270), მეუღლეები: 1) რაულ I დე ლუზინიანი, (გ. 1219), 2) ანრი I ვიანდენი, ვიანდენის გრაფი.
- ფილიპ II დე კურტენე (1195—1226), ნამიურის მარკგრაფი.
- სიბილა (1197—1210), მონაზონი.
- ელიზაბეთი (1199 — 1269 წლის შემდეგ), მეუღლეები 1) გოშე, მიიონ III-ს შვილი, 2) (1220) ედ ბურგუნდიელი, დე მონტაჟიუს სენიორი.
- იოლანდა დე კურტენე (1200—1233), მეუღლე ანდრაშ II, უნგრეთის მეფე.
- რობერ დე კურტენე (1201—1228), ლათინთა იმპერატორი.
- აგნეს დე კურტენე (1202 — 1247 წლის შემდეგ), მეუღლე ჟოფრუა II დე ვილარდუენი.
- მარია დე კურტენე (1204—1228), მეუღლე თეოდორე I ლასკარისი, ნიკეის იმპერატორი.
- ანრი II დე კურტენე (1206—1229), ნამიურის მარკიზი.
- ელეონორა (1208—1230), მეუღლე ფილიპ I დე მონფორი.
- კონსტანცია (1210—?), მონაზონი.
- ბოდუენ II დე კურტენე (1217—1273), ლათინთა იმპერატორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Zdzisław Pentek. Cesarstwo Łacińskie. Kolonialne państwo krzyżowców czy Neobizancjum?, Poznań 2004, s. 146—152.(პოლონური)