ანრი I ფლანდრიელი
ანრი I ფლანდრიელი (ფრანგ. Henri de Flandre) ან ანრი დე ენო (ფრანგ. Henri de Hainaut; დ. დაახლ. 1176, ვალანსიენი — გ. 11 ივნისი, 1216, თესალონიკე) — ლათინთა იმპერატორი 1206–1211 წლებში, ბოდუენ I-ის ძმა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მას შემდეგ, რაც ბოდუენი ადრიანოპოლის ბრძოლაში დაატყვევეს, ანრი იმპერიის რეგენტად დაინიშნა, ბოდუენის გარდაცვალების შემდეგ კი — ახალ იმპერატორად. კორონაცია 1206 წლის 20 აგვისტოს შედგა. დაამარცხა მის წინააღმდეგ გამოსული თესალონიკის სამეფო, რომელსაც ტამპლიერებიც ეხმარებოდნენ, ამ უკანასკნელებს ჩამოართვა ციხესიმაგრეები (რავენიკა, ზეტუნი). ზეობის დიდი ნაწილი კალოიანთან და თეოდორე I-თან ბრძოლაში გაატარა. მოგვიანებით ებრძოდა ბორილს, რომელიც ფილიპოპოლის ბრძოლაში დაამარცხა. აწარმოებდა წარმატებულ კამპანიებს ნიკეის იმპერიის წინააღმდეგ. დიდ მოწყალებას იჩენდა ბერძენი მოსახლეობის წინაშე. წინააღმდეგობას უწევდა რომის პაპ ინოკენტი III-ს, რომელსაც მართლმადიდებელი სამღვდელოების დატყვევება და მათი ტაძრების დახურვა სურდა.
ანრი I ფლანდრიელი | |
---|---|
Henri de Flandre | |
ანრი I-ის მონეტა | |
ლათინთა იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1206 |
მმართ. დასასრული: | 11 ივნისი, 1216 |
წინამორბედი: | ბოდუენ I |
მემკვიდრე: | პიერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1176 |
დაბ. ადგილი: | ვალანსიენი |
გარდ. თარიღი: | 11 ივნისი, 1216 |
გარდ. ადგილი: | თესალონიკე |
მეუღლე: | აგნეს მონფერატელი, მარია |
შვილები: | ჟანა I, მარგარიტა II |
დინასტია: | ფლანდრიის საგვარეულო |
მამა: | ბოდუენ V დე ენო |
დედა: | მარგარიტა I |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Akropolites, George (2007). The History. Oxford University Press.
- Coureas, Nicholas (2015). „The Latin and Greek Churches in former Byzantine Lands under Latin Rule“, A Companion to Latin Greece. Brill.
- Fine, J. V. A. (1994). The Late Medieval Balkans, A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. University of Michigan Press.
- Gardner, A. (1912). The Lascarids of Nicæa, The Story of an Empire in Exile. Methuen.