რობერ დე კურტენე
რობერ დე კურტენე (ფრანგ. Robert de Courtenay; დ. 1201 — გ. 1228, მორეა) — ლათინთა იმპერიის იმპერატორი (1219—1228 წწ.). იმპერატორ პიერ II დე კურტენესა და მისი მეუღლის, ასევე იმპერატორ იოლანდა დე ენოს შვილი. 1228 წელს დააქორწინეს ბალდუინ დე ნევილის შვილზე.
რობერ დე კურტენე | |
---|---|
Robert de Courtenay | |
ლათინთა იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1219 |
მმართ. დასასრული: | 1228 |
წინამორბედი: | იოლანდა დე ენო |
მემკვიდრე: | ბოდუენ II დე კურტენე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1201 |
გარდ. თარიღი: | 1228 |
გარდ. ადგილი: | მორეა |
მეუღლე: | ნევილელი ქალბატონი |
დინასტია: | კურტენეს საგვარეულო |
მამა: | პიერ II დე კურტენე |
დედა: | იოლანდა დე ენო |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1219 წელს დედა-იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უფროსმა ძმამ, ნამიურის მარკგრაფმა ფილიპმა უარი თქვა სამეფო ტახტზე და რობერს უანდერძა კონსტანტინოპოლის ტახტი. ორი წლის განმავლობაში იმპერიის მმართველი და რეგენტი იყო რაინდი კონონ დე ბეზანი, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც ტრუბადური. რობერის კორონაცია მოხდა მხოლოდ 1221 წლის 25 მარტს. ლათინთა იმპერია ამ პერიოდისათვის საკმაოდ მძიმე ვითარებაში იყო, დაჩრდილეს ეპირის დესპოტატმა და ნიკეის იმპერიამ და ახალგაზრდა იმპერატორმა დახმარებისათვის მიმართა რომის პაპ ჰონორიუს III-სა და საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ს, თუმცა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მიუღია. 1224 წელს ეპირის მმართველმა თეოდორე კომნინ-დუკამ დაიპყრო თესალონიკი და თავი თესალონიკის იმპერატორად გამოაცხადა. 1225 წელს თესალონიკის იმპერატორი შეიჭრა თრაკიაში და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ადრიანოპოლი (ედირნე), მიუახლოვდა კონსტანტინოპოლს და დაიწყო მზადება ალყისათვის.
ამ ვითარებაში ლათინთა იმპერატორი იძულებული გახდა შეთანხმებაზე წასულიყო ნიკეის იმპერატორ იოანე III დუკა ვატაცესთან. რობერმა მისი ყველა დაპყრობა აღიარა და დაპირდა რომ ცოლად მოიყვანდა ნიკეის იმპერატორის თეოდორე I ლასკარისის ქალიშვილს, ევდოკიას. თუმცა მოგვიანებით ლათინთა იმპერატორმა პირობა შეცვალა და ცოლად მოიყვანა რაინდ ბალდუინ ნევილელის ქალიშვილი. იმპერატორის ვასალები ამ პოლიტიკურ ქორწინებას ვერ შეეგუენ, მოუკლეს მას დედა, თავად გოგონა დაამახინჯეს, მოჭრეს ცხვირი და შეეცადნენ იმპერატორის მკვლელობას. რობერმა მიატოვა კონსტანტინოპოლი და გარდაიცვალა 1228 წელს მორეაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Сказкин, Сергей Данилович. История Византии. — Москва: Наука, 1967. — Т. 3. — 508 с.
- Успенский, Фёдор Иванович. История Византийской империи. Расцвет. Крушение. — Москва: АСТ, 2011. — 1008 с. — ISBN 978-5-17-072040-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Foundation for Mediéval Genealogy : Empereur latins de la maison de Courtenay