ინდოეთ-პაკისტანის სასაზღვრო კონფლიქტი (2019)

ინდოეთ-პაკისტანის სასაზღვრო კონფლიქტი
ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტისა და ქაშმირის კონფლიქტის ნაწილი

ქაშმირის რეგიონის რუკა
თარიღი 14 თებერვალი, 2019 — დღემდე
მდებარეობა კონტროლის ხაზი
სტატუსი მიმდინარე
მხარეები
ინდოეთის დროშა ინდოეთი ჯაიშ-ე-მაჰმადი პაკისტანის დროშა პაკისტანი
დანაკარგები
40–46 სამხედრო პოლიციელი დაიღუპა[1][2] და 70 დაიჭრა[3]
5–10 ჯარისკაცი დიჭრა[4][5]
1 პილოტი დაატყვევეს (გათავისუფლდა)[6]
1 MiG-21 ჩამოაგდეს (ინდოეთის მტკიცებით)[7][8]
2 საბრძოლო რეაქტიული თვითმფრინავი ჩამოაგდეს (პაკისტანის მტკიცებით)[9][10][11]
ბევრი დაიღუპა (ინდოეთის მტკიცებით)[12]
არავინ დაღუპულა (პაკისტანის მტკიცებით)[13][14]
2 ჯარისკაცი დაიღუპა[15]
1 F-16 და 1 UAV ჩამოაგდეს (ინდოეთის მტკიცებით)[16][17]

ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი — სასაზღვრო დაპირისპირება და შეტაკებები ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს შორის, ქაშმირის სადავო რეგიონში.

დაძაბულობა გამოიწვია 14 თებერვლის ტერაქტმა, როდესაც ტერორისტული დაჯგუფების თვითმკვლელმა წევრმა ააფეთქა მანქანა, რომელიც პოლიიციის თანამშრომლების კოლონასთან ერთად გადაადგილდებოდა. შემთხვევას 46 სამხედრო პოლიციელი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო, თუმცა პაკისტანის მთავრობამ დაგმო ეს თავდასხმა და ყველანაირი მონაწილეობა უარყო.[18]

თვითმკვლელი ტერორისტის თამდასხმაზე საპასუხოდ, ინდოეთის საჰაერო ძალებმა 26 თებერვალს დაარღვია კონტროლის ხაზი (პირველად ინდოეთ-პაკისტანის 1971 წლის ომის შემდეგ) და განახორციელა, თავისი თქმით „წინასწარგანზრახული“ საჰაერო დარტყმები ტერორისტთა საწვრთნელ ბაზებზე, რასაც რამდენიმე რადიკალი ემსხვერპლა.[12][19] ადგილობრივი მოსახლეობა[20] და პაკისტანელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ ინდოეთის მტკიცება, რომ არავინ დაღუპულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.[21]

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, 26 და 27 თებერვალს ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გახსნეს ცეცხლი კონტროლის ხაზის გასწვრივ. 10 ინდოელი სამხედრო დაიჭრა[5] და 4 პაკისტანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ დროს.[22] ბოლო დღეს პაკისტანმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასაც არ მოჰყვა მსხვერპლი და არც ინფრასტრუქტურის დაზიანება.[23]

იმავე 27 თებერვალს, პაკისტანმა განაცხადა, რომ ტყვეობაში იმყოფებოდა ჩამოგდებული ინდური თვითმფრინავების ორი პილოტი. ინდოეთი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ერთი MiG-2 იყო ჩამოგდებული და მოითხოვდა იმ ერთი პილოტის გათავისუფლებას. ინდოეთმა ასევე განაცხადა, რომ ჩამოაგდო პაკისტანის F-16, თუმცა ეს შემთხვევა პაკისტანმა უარყო. მოგვიანებით პაკისტანმა განმარტო, რომ ტყვეობაში მხოლოდ ერთი ინდოელი მფრინავი იყო. იგი 1 მარტს გათავისუფლდა.[6]

წინაპირობა

რედაქტირება

ინდოეთი და პაკისტანი დიდი ხნის განმავლობაში არიან წინააღმდეგობაში და ერთმანეთთან რამდენიმე ომი, კონფლიქტი და სამხედრო დაპირისპირება გადახდათ. განგრძობადი დაძაბულობის საფუძველი კომპლექსურია, თუმცა ძირითადად სადავო ქაშმირის რეგიონს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც 1947 წელს ინდოეთს პაკისტანი გამოეყო, დაიწყო დავა ჯამუს და ქაშმირის სამთავროსათვის, რომელიც მუსლიმებით იყო დასახლებული თუმცა ინდოელი მაჰარაჯა მართავდა და ამის წყალობით ამ ქვეყნის შემადგენლობაში მოექცა. დავა სრულმასშტაბიან ინდოეთ-პაკისტანის 1947–1948 წლების ომში გადაიზარდა. ნაწილობრივ, სადავო საკითხში იყო ის ფაქტი, რომ 1947 წლის გაყოფისას არ განისაზღვრა ამ რეგიონის სტატუსი. პრობლემა გადაუწყვეტელი აღმოჩნდა, მან მოიტანა 1965 წლის მეორე და 1971 წლის ომები. 1990-იანი წლების შემდეგ, დამუშავების შედეგად ორივე სახელმწიფო ფლობს ბირთვულ იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოიყენეს განსაზღვრული სიმკაცრით 1999 წლის კარგილის ომში.[24]

საერთაშორისო რეაქცია

რედაქტირება

რამდენიმე ქვეყანამ, როგორიცაა ავსტრალია,[25] კანადა,[26] ჩინეთი,[27] ინდონეზია,[28] მალაიზია,[29] შრი-ლანკა,[30] არაბთა გაერთიანებული საამიროები,[31] და შეერთებული შტატები,[32] გამოხატა შეშფოთება და მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ირანმა[33] და თურქეთმა[34] ორივე დაპირისპირებულ მხარეს შუამავლობა შესთავაზეს.

  1. „Indian aircraft violate Pakistan airspace ‘to conduct surgical strike’“. The Independent. 26 February 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  2. „India will 'completely isolate' Pakistan“. BBC News. 15 February 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019 – წარმოდგენილია www.bbc.com-ის მიერ.
  3. Pulwama terror attack: Timeline of conflict between India and Pakistan. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  4. Network, The Statesman/Asia News. Heavy shelling reported on India-Pakistan border; 5 soldiers injured. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  5. 5.0 5.1 DelhiFebruary 27, India Today Web Desk New; February 27, 2019UPDATED:; Ist, 2019 06:20. J&K: Pakistan army uses tanks on LoC in Sialkot sector, situation tense, say sources. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  6. 6.0 6.1 „Abhinandan: Captured Indian pilot handed back by Pakistan“. BBC News.
  7. Dawn.com. (27 February 2019) 2 Indian aircraft violating Pakistani airspace shot down; pilot arrested. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  8. DelhiFebruary 27, India Today Web Desk New; February 27, 2019UPDATED:; Ist, 2019 18:49. Pakistan claims IAF's Wing Commander Abhinandan Varthaman in its custody, releases video. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  9. Pakistan shoots down two Indian Air Force jets as tensions escalate (27 February 2019). ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  10. 2 IAF pilots feared dead as MiG crashes in Kashmir's Budgam. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  11. Pakistan captures Indian pilot after shooting down aircraft, escalating hostilities.
  12. 12.0 12.1 Statement by Foreign Secretary on 26 February 2019 on the Strike on JeM training camp at Balakot. Ministry of External Affairs, Government of India (26 February 2019). ციტატა: „a very large number of JeM terrorists, trainers, senior commanders and groups of jihadis who were being trained for fidayeen action were eliminated“ ციტირების თარიღი: 28 February 2019.
  13. „India launches air strike in Pakistan; Islamabad denies militant...“. Reuters. 27 February 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019 – წარმოდგენილია www.reuters.com-ის მიერ.
  14. „Pakistani villagers say one person wounded in Indian air strike“. Reuters. 26 February 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019 – წარმოდგენილია www.reuters.com-ის მიერ.
  15. Kashmir: at least eight killed as India-Pakistan hostilities resume (2 March 2019). ციტირების თარიღი: 2 March 2019.
  16. Statement by Official Spokesperson on 27 February 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  17. „Pak drone shot down near Gujarat border“. The Hindu (ინგლისური). 26 February 2019. ციტირების თარიღი: 26 February 2019.
  18. On Kashmir attack, Shah Mahmood Qureshi says 'violence is not the govt's policy' (16 February 2019).
  19. Pakistan captures Indian pilot after shooting down aircraft, escalating hostilities English. The Washington Post (27 February 2019).
  20. „Pakistani villagers say one person wounded in Indian air strike“. Reuters (ინგლისური). 2019-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-27. ციტირების თარიღი: 2019-02-28.
  21. „Indian strikes target militants in Pakistan“. BBC News. 26 February 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019 – წარმოდგენილია www.bbc.com-ის მიერ.
  22. Naqash, Tariq. (27 February 2019) 4 AJK civilians dead, 11 wounded in 'indiscriminate' Indian shelling across LoC. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  23. DelhiFebruary 27, India Today Web Desk New; February 27, 2019UPDATED:; Ist, 2019 12:45. Pakistani jets cross LoC, Indian Air Force takes down one F-16. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  24. „A brief history of the Kashmir conflict“ (ინგლისური). 2001-09-24. ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 2019-03-02.
  25. „Australia Asks India, Pak To 'Exercise Restraint', Engage In Dialogue“. Outlook. 26 February 2019.
  26. Canada calls for de-escalation between India and Pakistan (27 February 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2019.
  27. „China goes soft on Pakistan, says it has always opposed terrorism“. India Today. 27 February 2019.
  28. Khaliq, Riyaz ul (28 February 2019). „Indonesia calls on India, Pakistan to reduce tensions“. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 28 February 2019.
  29. Malaysia expresses concern over India-Pakistan tensions. Bernama. The Edge Markets (27 February 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  30. „Ensure stability of entire region: SL tells India, Pakistan“. Daily Mirror. 27 February 2019.
  31. „Abu Dhabi Crown Prince Calls PM Modi, Imran Khan Amid Rising Tensions“. NDTV. 28 February 2019.
  32. Concern Regarding India-Pakistan Tensions. ციტირების თარიღი: 27 February 2019.
  33. Iran offers mediation between Pakistan and India amid rising tensions en-US. ციტირების თარიღი: 2019-02-27
  34. Turkey offers mediation between Pakistan, India as tensions escalate en-US (2019-02-27). ციტირების თარიღი: 2019-02-28