კონტროლის ხაზი (ინგლ. Line of Control, LOC) — სადემარკაციო ხაზი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, გავლებულია ყოფილ სამთავრო ჯამუ და ქაშმირში. იურიდიულად არაღიარებულია, მაგრამ წარმოადგენს დე ფაქტო საზღვარს ამ ორ ქვეყანას შორის. თავდაპირველად „ცეცხლის შეწყვეტის ხაზი“ ერქვა, თუმცა 1972 წლის 3 ივლისის სიმლის შეთანხმებით სახელწოდება შეეცვალა და დღევანდელი სახელი მიიღო. ინდური მხარის ტერიტორიაზე ჯამუს და ქაშმირის შტატია განლაგებული. პაკისტანში ჩამოყალიბდა გილგიტ-ბალტისტანი და აზად-ქაშმირი. ხაზის ჩრდილოეთ წერტილს NJ9842 ეწოდება.

მწვანე ფერში აღნიშნულია პაკისტანის, ხოლო ნარინჯისფერში ინდოეთის კონტროლირებადი ტერიტორია

აგრეთვე არსებობს ფაქტობრივი კონტროლის ხაზი (LAC), რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის პრეტენზიებს აქსაი-ჩინზე.

ლიტერატურა

რედაქტირება