ინგლისის საფეხბურთო ლიგა 1
ინგლისის საფეხბურთო ლიგა 1 (შემოკლებით ლიგა ერთი, ან სპონსორიდან გამომდინარე Sky Bet ლიგა ერთი ) - მეორე საფეხბურთო დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგაში და პოზციით მესამე დონის ჩემპიონატი ინგლისის საფეხბურთო ლიგების სისტემაში.
ლიგა ერთი დაარსდა 2004–2005 წლების სეზონში და ის არის მანამდე არსებული მეორე დივიზიონის მემკვიდრე. პრემიერლიგის შექმნამდე იგივე პოზიცია ჰქონდა საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონს.
დღეისთვის ლიგა ერთის ყველაზე დიდხნიანი წევრები არიან პიტერბორო და ჯილინგემი, ორივე კლუბი ლიგას შეუერთდა 2012–13 სეზონში. ამჟამად ლიგა ერთში ირიცხება პრემიერლიგაში ნამყოფი რვა კლუბი, ესენია: სუინდონ თაუნი (1993–94), იფსუიჩ თაუნი (2000–02), ჩარლტონ ატლეტიკი (1995–2007), პორტსმუთი (2003–10), ბლეკპული (2010–11), უიგან ატლეტიკი (2005–13), სანდერლენდი (2007–17) და ჰალ სიტი (2016–17).[1]
სტრუქტურა
რედაქტირებალიგა ერთი შედგება 24 კლუბისთან. სეზონის განმავლობაში ყველა მათგან ერთმანეთთან ატარებს ორ მატჩს (ერთი სახლში, ერთი გასვლაზე). გამარჯვების ქულაა 3, ფრის 1 და წაგების 0. სეზონის ბოლოს ტურნირის საბოლოო ცხრილი დგინდება შემდეგი კრიტერიუმებით: დაგროვებული ქულები, ბურთების სხვაობა, გატანილი გოლები, შედეგების დაჯგუფება ორ ან მეტ კლუბს შორის (რანჟირება ხდება პირველი სამი კრიტერიუმის მიხედვით) და საბოლოო პლეი-ოფის მატჩები.
ყოველი სეზონის ბოლოს ორი საუკეთესო გუნდი და პლეი-ოფის გამარჯვებული, რომელიც იმართება მესამედან მეექვსე ადგილებს შორის არსებულ კლუბებს შორის, გადადის ერთით მაღალ ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონშიპში, ხოლო მათ ადგილს იკავებს ჩემპიონშიპიდან გავარდნილები.
ანალოგიურად, ლიგა ერთის ბოლო ოთხი ადგილზე გასულები ვარდებიან ლიგა ორში, ხოლო ლიგა ორის პირველი სამი ადგილოსანი და პლეი-ოფის გამარჯვებული გადმოდის ლიგა ერთში.
მიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირება2020–21 სეზონის ლიგა ერთის კლუბების სია.
ლიგა ერთში აღზევებული გუნდები
რედაქტირებასეზონი | გამარჯვებული | მეორე ადგილი | პლეი-ოფში გამარჯვებული |
---|---|---|---|
2004–05 | ლუთონ თაუნი | ჰალ სიტი | შეფილდ უენსდეი |
2005–06 | საუტენდ იუნაიტედი | კოლჩესტერ იუნაიტედი | ბარნსლი |
2006–07 | სკანტორპ იუნაიტედი | ბრისტოლ სიტი | ბლეკპული |
2007–08 | სუონსი სიტი | ნოტინგემ ფორესტი | დონკასტერ როვერსი |
2008–09 | ლესტერ სიტი | პიტერბორო იუნაიტედი | სკანტორპ იუნაიტედი |
2009–10 | ნორვიჩ სიტი | ლიდზ იუნაიტედი | მილუოლი |
2010–11 | ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი | საუთჰემპტონი | პიტერბორო იუნაიტედი |
2011–12 | ჩარლტონ ატლეტიკი | შეფილდ უენსდეი | ჰადერსფილდ თაუნი |
2012–13 | დონკასტერ როვერსი | ბორნმუთი | იოვილ თაუნი |
2013–14 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ბრენტფორდი | როტერჰემ იუნაიტედი |
2014–15 | ბრისტოლ სიტი | მილტონ კეინს დონსი | პრეტონ ნორტ ენდი |
2015–16 | უიგან ატლეტიკი | ბარტონ ალბიონი | ბარნსლი |
2016–17 | შეფილდ იუნაიტედი | ბოლტონ უონდერერსი | მილუოლი |
2017–18 | უიგან ატლეტიკი | ბლექბერნ როვერსი | როტერჰემ იუნაიტედი |
2018–19 | ლუთონ თაუნი | ბარნსლი | ჩარლტონ ატლეტიკი |
2019–20 | ქოვენთრი სიტი | როტერჰემ იუნაიტედი | უიკომბ უონდერერსი |
პლეი-ოფის შედეგები
რედაქტირებაგავარდნილი კლუბები სეზონების მიხედვით
რედაქტირებაa ლიგა დაატოვებინეს 2019 წელს ფინანსური დარღვევების გამო.
ბომბარდირები სეზონების მიხედვით
რედაქტირებასეზონი | ფეხბურთელი | კლუბი | გოლი |
---|---|---|---|
2004–05 | სტიუარტ ელიოტი | ჰალ სიტი | 27 |
დინ უინდასი | ბრადფორდ სიტი | ||
2005–06 | ფრედი ისტვუდი | საუტენდ იუნაიტედი | 23 |
ბილი შარპი | სკანტორპ იუნაიტედი | ||
2006–07 | ბილი შარპი | სკანტორპ იუნაიტედი | 30 |
2007–08 | ჯეისონ სკოტლანდი | სუონსი სიტი | 24 |
2008–09 | საიმონ კოქსი | სვინდონ თაუნი | 29 |
რიკი ლამბერტი | ბრისტოლ როვერსი | ||
2009–10 | რიკი ლამბერტი | საუთჰემპტონი | 30 |
2010–11 | კრეიგ მაკკეილ-სმიტი | პიტერბორო იუნაიტედი | 27 |
2011–12 | ჯორდან როუდსი | ჰადერსფილდ თაუნი | 36 |
2012–13 | პედი მედენი | იოვილ თაუნი | 24 |
2013–14 | სემ ბალდოკი | ბრისტოლ სიტი | 24 |
2014–15 | ჯო გარნერი | პრესტონ ნორტ ენდი | 26 |
2015–16 | უილ გრიგი | უიგან ატლეტიკი | 25 |
2016–17 | ბილი შარპი | შეფილდ იუნაიტედი | 30 |
2017–18 | ჯეიკ მარიოტი | პიტერბორო იუნაიტედი | 27 |
2018–19 | ჯეიმზ კოლინსი | ლუთონ თაუნი | 25 |
2019–20 | აივენ ტონი | პიტერბორო იუნაიტედი | 24[b] |
b მხოლოდ 35 თამაშში. სეზონი გაუქმდა კორონავირუსის გამო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ What year did the Premier League start & which teams have played in it over the years?. Sam France. Goal (29 April 2020). ციტირების თარიღი: 27 August 2020
- ↑ Football Ground Guide. Football Ground Guide. ციტირების თარიღი: 30 November 2016