სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილია.

ილია ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1790, თბილისი — გ. 1854, მოსკოვი) — მეფე გიორგი XII-ის ძე. 1808 დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმინისტრაციული წესით რუსეთში გადაასახლეს. სწავლობდა პაჟთა კორპუსში. 1812-1823 წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1812 წლის ომში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. 1823 წელს პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან. დასახლდა მოსკოვში.

ილია ბატონიშვილი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1790
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 1854
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი

1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[1].

აქ 1844 ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის ს. კლარკის (1675-1729) მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან (1646-1716): „ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა“.

ილია ბატონიშვილი დაქორწინდა მოსკოვში 1827 წელს, ანასტასია გრიგორიევნა ობოლენსკაიაზე. მას და ანასტასიას ეყოლათ 13 შვილი:

სახელი სიცოცხლის წლები ოჯახი
ანა გრუზინსკაია 1828 - 5 ოქტომბერი, 1905 დაქორწინებული იყო გენერალ დავით ჭავჭავაძეზე (1817-1884), რომლისგანაც ეყოლა შვილები სალომე, მარიამ, ელენე, თამარ, ელისაბედ (ლიდია) (გარდაიცვალა წინანდალზე ლეკების თავდასხმის დროს), გიორგი (გარდაიცვალა ჩვილობაში), ანასტასია, ნინო, ილია და არჩილ (1869-1913) ჭავჭავაძეები
ბარბარე გრუზინსკაია 1831 - 18 მარტი, 1884 დაქორწინებული იყო ილია ორბელიანზე (1818–1853), რომლისგანაც ეყოლა ორი ვაჟი: გიორგი ორბელიანი (1853–1924) და დიმიტრი ორბელიანი (დაიბადა 1853)
გაიანე გრუზინსკაია 1832 - 5 ივნისი, 1903
გრიგოლ გრუზინსკი 15 ნოემბერი, 1833 - 18 სექტემბერი, 1899 1864 წელს ცოლად შეირთო ოლგა ფროლოვა (1844-1902), რომლისგანაც ეყოლა 7 ვაჟი: ალექსანდრე გრუზინსკი (1867–1917), ილია გრუზინსკი (1867–1947), პეტრე გრუზინსკი (1868–1922), ანასტასია გრუზინსკაია (1871–1956), ელისაბედ გრუზინსკაია (1873–1901), თამარ გრუზინსკაია (1874–1898) და ნინა გრუზინსკი (1876–1895)
პეტრე გრუზინსკი 1833/1836 - 17 სექტემბერი, 1855
ელისაბედ გრუზინსკი 6 მარტი, 1836 - 1890 დაქორწინდა 1857 წელს არკადი ბაშმაკოვზე
დიმიტრი გრუზინსკი 1839 - 7 იანვარი, 1860
ოლღა გრუზინსკაია (გულბათი) 1840 - 18 ივლისი, 1913
ვერა გრუზინსკაია 1842–1861 დაქორწინდა 1860 წელს ნიკოლოზ სვიატოპოლმისკიზე
ნიკოლოზ გრუზინსკი 7 აგვისტო, 1844 - 24 ოქტომბერი, 1916 დაქორწინდა 1868 წელს მარია მიხაილოვნა კატენინაზე, რომლისგანაც ეყოლა ექვსი შვილი: მარია გრუზინსკაია (1869–1901), ნადეჟდა გრუზინსკაია (1871–1907), ილია გრუზინსკი (1874–1879), ანასტასია გრუზინსკაია (1880–1936), მიხეილ გრუზინსკი (1886–1917) და ოლგა გრუზინსკაია (გარდაიცვალა 1902)
ალექსანდრა გრუზინსკაია გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1909
ეკატერინე გრუზინსკაია გარდაიცვალა 1888
ნადეჟდა გრუზინსკაია 1847-1930 დაქორწინებული იყო მიხეილ ალექსანდროვიჩ პერევიზე

ლიტერატურა

რედაქტირება