გულბათი
გულბათი (ნამდვილი სახელი და გვარი ოლღა ილიას ასული გრუზინსკაია) (დ. 1846 ― გ. 18 ივლისი, 1913) — ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები. საქართველოს მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი, ილია ბატონიშვილის ასული. იყო რუსეთის საიმპერატორო კარის სეფექალი პეტერბურგში. შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც 1899 წელს გამოაქვეყნა 23 ქართული ლეგენდისა და ზღაპრის რუსული თარგმანი. აკაკი წერეთელმა რეცენზია დაწერა ამ კრებულზე და გულთბილი ლექსი უძღვნა გულბათს.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- Сборник грузинских легенд, М., 1899 (ელ. ვერსია — ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა);
- Сказания и легенды, под ред. М. Я. Чиковани, Тб., 1963 (ელ. ვერსია).
ლიტერატურარედაქტირება
- ბარამიძე ა., თრითინოს გარშემო, «დროშა», 1971, № 4;
- წერეთელი ა., ბიბლიოგრაფიული შენიშვნები. 6 - "ქართული ლეგენდები", თხზ. სრ. კრ., ტ. 13, თბ., 1961;
- ბარდაველიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.