ბაგრატ ბატონიშვილი

ბაგრატ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1776, თბილისი, ქართლ-კახეთის სამეფო — გ. 1841, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე.

ბიოგრაფია რედაქტირება

1803 წელს ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

შემოქმედება რედაქტირება

დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: „ახალი მოთხრობა“, „რუსეთ-სპარსეთის ომი...“. პირველი წარმოადგენს ბაგრატ ბატონიშვილის ძმის დავით ბატონიშვილის თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ მოვლენებს XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე. თხზულება გამსჭვალულია უკმაყოფილებით რუსეთის მთავრობის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო. ბაგრატ ბატონიშვილს ეკუთვნის აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები. მისი ვეტერინარიის შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა“, რომლებიც გამოიცა 1818 წელს პეტერბურგში და წარმოადგენს პირველ ქართულ წიგნს ვეტერინარიაში. 1807 წელს მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი, რომელიც ფაქტობრივად ვეტერინარიის რეცეპტურაა.

ოჯახი რედაქტირება

დაქორწინებული იყო ფშავ-ხევსურეთის მოურავის დურმიშხან ჩოლოყაშვილის ქალიშვილზე — ქეთევან ჩოლოყაშვილზე[1] (1781-1831). 1805 წლის 30 აგვისტოს დაჯილდოვდა წმინდა ეკატერინეს მეორე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში ხოლერისაგან, დაკრძალულია სმოლენსკის სასაფლაოზე. ბაგრატ და ქეთევან (ეკატერინე) მრავალი შვილიდან მხოლოდ სამმა მიაღწია სრულწლოვნებას:

  • სპირიდონ ბატონიშვილი (დაიბადა 1800).
  • ბარბარე ბაგრატიონ-გრუზინსკაია (1804–1870), დაქორწინდა დიმიტრი ორბელიანზე.
  • დარია ბაგრატიონ-გრუზინსკაია (1808–1809).
  • პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი (1811–1812).
  • გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკი (1812–1816).
  • ელისაბედ ბაგრატიონ-გრუზინსკაია (1813–1815).
  • ნიკოლოზ ბაგრატიონ-გრუზინსკი (1816–1833).
  • კონსტანტინე ბაგრატიონ-გრუზინსკი (დაიბადა 1817).
  • დავით ბაგრატიონ-გრუზინსკი (30 აპრილი, 1819 – 24 სექტემბერი, 1888).
  • ალექსანდრე ბაგრატიონ-გრუზინსკი (1820–1865).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება