სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 10 დეკემბერი, 1815, თბილისი ― გ. 20 დეკემბერი [ძვ. სტ. 8 დეკემბერი], 1853, ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი)— რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1851). გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად (1832). 1838-იდან ოფიცერი. 1832-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს. ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე.

ილია ორბელიანი

1851-1853 წლებში იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური. ყირიმის ომის (1853–1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში (ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა). დაკრძალულია თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში.

ცოლად ჰყავდა ბარბარე, ილია ბატონიშვილის ასული (დ. 1831 — გ. 14 მარტი, 1884). ეყოლათ ტყუპი შვილები: გიორგი ორბელიანი და დიმიტრი ორბელიანი (გარდაიცვალა ჩვილობაში).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: