ბაშკადიკლარის ბრძოლა

ბაშკადიკლარის ბრძოლა
ყირიმის ომი ნაწილი
თარიღი 19 ნოემბერი 1853
მდებარეობა თურქეთი, ყარსი, სოფელი ბაშკადიკლარი
შედეგი რუსეთის არმიის გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია რუსეთის იმპერია
მეთაურები
სერასკერ ახმედ-ფაშა ვასილ ბებუთოვი
ძალები
36 ათ. კაცი, 46 ქვემეხი 10 ათ. კაცი, 32 ქვემეხი
დანაკარგები
6 ათასი ადამიანი 1,5 ათასი ადამიანი

ბაშკადიკლარის (ბაშგედიქლერის) ბრძოლა - რუსეთისა და ოსმალეთის ჯარების ბრძოლა 1853 წლის 19 ნოემბერს (1 დეკემბერს). სოფელ ბაშგედიქლერთან (ქ. ყარსიდან 35 კმ-ზე) ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) დროს. ყარსისაკენ უკანდახეულმა სერასკერ ახმედ-ფაშას არმიამ (36 ათ. კაცი, 46 ქვემეხი) სცადა შეეჩერებინა რუსეთის მოიერიშე არმია (სარდალი, გენერალი ვასილ ბებუთოვი, 10 ათასამდე კაცი, 32 ქვემეხი). ოსმალების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის არმიამ გაანადგურა მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთა და უკუაქცია ოსმალეთის არმია. დაიღუპა 6 ათასი თურქი და დაახლოებით 1,5 ათასი რუსეთის არმიის ჯარისკაცი. ბაშკადიკლარის ბრძოლაში მონაწილეობდნენ ქართველი გენერალ-მაიორები: ი. ჭავჭავაძე, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი და ილია ორბელიანი (პოეტ გრიგოლ ორბელიანის ძმა), რომელიც ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა.

ლიტერატურა

რედაქტირება