ივანკა ტრამპი
ივანკა მარი ტრამპი (ინგლ. Ivanka Marie Trump; დ. 30 ოქტომბერი 1981, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი და ყოფილი მოდელი. ამერიკელი დეველოპერის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ყოფილი ჩეხი მოდელის ივანა ტრამპის ქალიშვილია.[1] ასევე ივანკა „The Trump Organization“-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც მამამისის კომპანიაა, სადაც მისი სამუშაო ორიენტირებულია კომპანიის უძრავი ქონების და სასტუმროების მართვაში.[2]
ივანკა ტრამპი Ivanka Trump | |
---|---|
ივანკა ტრამპი 2020 წელს | |
დაბადების სახელი |
Ivanka Marie Trump (ივანკა მარი ტრამპი) |
დაბადების თარიღი |
30 ოქტომბერი, 1981 მანჰეტენი, ნიუ-იორკი აშშ |
რეზიდენცია | მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
სხვა სახელები | ივანკა კუშნერი |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | მეცნიერების ბაკალავრი |
ალმა-მატერი | პენსილვანიის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ბიზნესმენი, ავტორი, მოდელი[1] |
აქტიური | 1997-დან დღემდე |
ცნობილია როგორც |
აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი The Trump Organization |
სიმაღლე | 1.80 მ |
პარტია | დამოუკიდებელი |
რელიგია |
თანამედროვე მართლმადიდებელი იუდაიზმი (ადრე პრესვიტერიანი) |
მეუღლე(ები) | ჯარედ კუშნერი (2009-დან) |
შვილ(ებ)ი | 3 |
მშობლები |
მამა: დონალდ ტრამპი დედა: ივანა ზელნიჩკოვა |
ნათესავები |
|
საიტი | ivankatrump.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანკა მარი ტრუმპი დაიბადა მანჰეტენზე, ნიუ-იორკის რაიონში, ატლეტისა და მოდელის ივანა მარი (ზელნიჩკოვა) და ამერიკული ბიზნესმენის დონალდ ჯონ ტრამპის ოჯახში. ტრამპების ოჯახი გერმანული წარმოშობისაა, წარმოშობით კალშტადიდან. სახელი ივანკა, ივანას შემოკლებული ფორმაა. ივანკას მშობლები განქორწინდნენ 1991 წელს, როდესაც ის ცხრა წლის იყო. მას ჰყავს ორი ძმა, დონალდი და ერიკი, ასევე ნახევარდა ტიფანი და ნახევარძმა, ბარონი.
ტრამპი, 15 წლამდე სწავლობდა „ჩაპინის სკოლაში“, მანჰეტენზე, ხოლო შემდეგ, სასწავლებლად გადავიდა Choate Rosemary Hall-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვალინგფორდში, სადაც იქაურობას ახასიათებს, როგორც „სკოლა-პანსიონს“ და ადარებს „ციხეს“, როდესაც მისი „მეგობრები ნიუ-იორკში ერთობოდნენ“.[3]
Choate დამთავრების შემდეგ,[4] ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ამის შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტი ვარტუნის ბიზნესის სკოლაში, რომელიც მან 2004 წელს, ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.[3][5][6]
ტრამპი ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. მისი ძმისგან, დონალდ უმცროსისგან, განსხვავებით, ის მხოლოდ ელემენტარულ დონეზე ფოლბს დედამისის მშობლიურ ენას, ჩეხურს.[4][7][8]
კარიერა
რედაქტირებაბიზნესი
რედაქტირებასაოჯახო ბიზნესში მოსვლამდე, ივანკა მოკლე დროის მანძილზე მუშაობდა Forest City Enterprises-ში.[9] 2007 წელს, ის წარმატებით შეუერთა ალმასის გამყიდველების ძალები, Dynamic Diamond Corp., და შექმნა თავისი საიუველირო კომპანია Ivanka Trump Fine Jewelry, რომელიც ფოკუსირებულია ალმასის და ოქროს სამკაულების გაყიდვაში, ხოლო მისი პირველი საცალო მაღაზია მანჰეტენზე გაიხსნა.[10][11] 2011 წლის ნოემბერში, ტრამპის საცალო ფლაგმანი გადაინაცვლა მედისონ ავენიუდან მერცერის ქუჩის 109-ში, უფრო დიდი სივრცე, სოჰოს მოდურ რაიონში.[12][13] 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, რომელიც ტრამპ-ტაუერის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მოცემული, ივანკას ფლაგმანი ბუტიკები, ასევე მისი ერთადერთი საცალო მაღაზია და ბრენდის საიუველირო მაღაზიები ხელმისაწვდომია მთელს აშშ-ში და კანადაში, ისევე როგორც ბაჰრეინში, ქუვეითში, ყატარში, საუდის არაბეთში და არაბეთა გაერთიანებულ საემიროებში.[14]
ივანკა ტრამპი ამ დროისთვის Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, განვითარების ნაწილში. ერთ-ერთ გამოსვლის დროს, ივანკამ განაცხადა, რომ „მე ვუყურებ ჩემ ძმებს და ჩემ თავს და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ არავინ არის ... ნარკომანი და არავინ დასდევს ქალებს“.[6] ტრამპი 100 Women in Hedge Funds საბჭოს წევრია, ინდუსტრიული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალ ქალთა მხარდაჭერას ფინანსებში.[15]
ტრამპს აქვს საკუთარი მოდის ნივთების ხაზი, მათ შორის ტანსაცმლის, ჩანთების, ფეხსაცმლის და აქსესუარების, რომელიც ხელმისაწვდომია აშშ-ის დიდ მაღაზიებში.[16] მისი ბრენდი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის თითქოს მოიპარა სხვა დიზაინერებს დიზაინი,[17][18] ასევე PETA-მ გააკრიტიკა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო, სადაც ის იყენებს კურდღლების ბეწვს.[19][20] 2016 წელს, აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისიამ აკრძალა „Ivanka Trump“-ბრენდირებული შარფები, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ ფედერალურ სტანდარტებს.[21][22] 2016 წლის ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ ივანკას მოდის ხაზის პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოებულია აშშ-ის ფარგლებს გარეთ.[23]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dominatrix babe is a top Trump. News Group Newspapers Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 30, 2009. ციტირების თარიღი: ნოემბერი 25, 2016.
- ↑ Ivanka M. Trump. The Trump Organization (2016). ციტირების თარიღი: September 29, 2016
- ↑ 3.0 3.1 Gurley, George. (January 29, 2007) Trump Power. Marie Claire. ციტირების თარიღი: February 19, 2010.
- ↑ 4.0 4.1 Van Meter, Jonathan (December 13, 2004). „Did Their Father Really Know Best?“. New York Magazine. ციტირების თარიღი: November 7, 2014.
- ↑ La Ferla, Ruth (December 27, 2007). „Introducing the Ivanka“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 19, 2010.
- ↑ 6.0 6.1 DePaulo, Lisa (April 2007). „Ivanka Trump's Plan For Total World Domination“. GQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2009. ციტირების თარიღი: February 19, 2010.
- ↑ „Ivana Trump Now Fashions Herself As Plaza's Innkeeper“. May 14, 1989. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 4, 2016. ციტირების თარიღი: August 11, 2016.
- ↑ Ivanka Trump [ivankatrump]. (July 22, 2010) I speak Czech poorly...I seem to only know the curse words! @DonaldJTrumpJr is fluent though!RT@mr_bermudez @IvankaTrump do you speak czech?. ციტირების თარიღი: September 29, 2016
- ↑ Fitch, Stephane. „The Real Apprentices“. Forbes.com.
- ↑ If I Owned: Ivanka Trump. InStoreMag.com (January 29, 2010). ციტირების თარიღი: October 27, 2016.
- ↑ About (September 23, 2014).
- ↑ DeMarco, Anthony. (July 12, 2011) Luxury Jewelry Brands Ivanka Trump and Aaron Basha Relocate N.Y. Boutiques. Forbes.com. ციტირების თარიღი: October 21, 2016.
- ↑ Murrow, Lauren. (November 29, 2011) Now Open: Inside Ivanka Trump’s New Diamond-Packed Boutique. nymag.com. ციტირების თარიღი: October 21, 2016.
- ↑ Store Locator: International Locations. ivankatrumpfinejewelry.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 22, 2016. ციტირების თარიღი: October 21, 2016.
- ↑ Ivanka Trump. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2014. ციტირების თარიღი: September 27, 2014.
- ↑ „Who is Ivanka Trump? Fashion designer, trusted adviser“. USA Today. July 21, 2016. ციტირების თარიღი: July 22, 2016.
- ↑ Moylan, Brian. „Ivanka Trump Accused of Stealing Designs from Actual Fashion Designer“.
- ↑ Yi, David. Ivanka Trump accused of copying popular shoe design.
- ↑ PETA tries to pull the rabbit out of Ivanka Trump's hat - (February 17, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 30, 2016. ციტირების თარიღი: ნოემბერი 30, 2016.
- ↑ Krieg, Gregory. PETA tries to pull the rabbit out of Ivanka Trump's hat. CNN.
- ↑ Tau, Byron (April 6, 2014). „Safety Agency Recalls Ivanka Trump-Brand Scarves Over ‘Burn Risk’“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: September 29, 2016.
- ↑ Dooley, Erin. (April 6, 2016) Ivanka Trump Scarves Recalled Over 'Burn Risk'. ABC News.
- ↑ Phelps, Jordyn. (March 9, 2016) Trump Decries Outsourcing but Much of Family Brand Is Made Abroad. ციტირების თარიღი: July 22, 2016.