ივანე კოკოსკურია
ქართველი საბჭოთა მსახიობი
ივანე ხარიტონის ძე კოკოსკურია (დ. 20 მაისი, 1915, სოფ. ოთხარა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი — გ. 3 მარტი, 1978, სოხუმი) — ქართველი საბჭოთა მსახიობი. აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1961), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1971)[1].
ივანე კოკოსკურია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 მაისი, 1915 ოთხარა |
გარდაცვალების თარიღი |
3 მარტი, 1978 (62 წლის) სოხუმი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
საქართველოს სახალხო არტისტი (1971) აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1961) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1931-1934 წლებში სწავლობდა სოხუმის აფხაზურ დრამატულ სტუდიაში.
1932 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს მრავალი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: კოტე ფანტიაშვილი (ა. ცაგარელის „ხანუმა“), ლარბი (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), რამაზან-ალი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ასკარა (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), ვურმი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1954: აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტი
- 1961: აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
- 1961: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[2]
- 1971: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Кокоскерия Иван. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-08. ციტირების თარიღი: 2023-09-08.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები, გვ. 220