იგორ ბონდირევი

ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

იგორ ბონდირევი (დ. 28 ოქტომბერი, 1948, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

იგორ ბონდირევი
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1948(1948-10-28) (76 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

1973 წლიდან მუშობდა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრად, ჯგუფის უფროსად, უფროს გეოლოგად, პარტიის უფროსად. 1979-1982 წლებში მუშაობდა მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკაში გეოლოგ-გეომორფოლოგად. 1995 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში გეომორფოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 2000 წლიდან უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი. შეთავსებით მუშობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის კათედრაზე. 1972-1976 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა გეოგრაფიის ინსტიტუტში პროფესორ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით. მან შეისწავლა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების როგორც გეომორფოლოგიური, ისე ეკოლოგიური ასპექტები, დაამუშვა სასარგებლო წიაღისებულის ძებნა-ძიების სტრუქტურულ-გეომორფოლოგიური მეთოდები. შეადგინა და გამოაქვეყნა მოზამბიკის გეომორფოლოგიური რუკა, სტოკჰოლმი 1983 წელს. შეიმუშავა შავი ზღვის ეკოლოგიური პროცესების ინფორმაციული მოდელი. აღნიშნულ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2002). არის ქალაქი მაპუტოს (მოზამბიკი) უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საქართველოს პერიგლაციალური ლანდშაფტები“, დაიცვა 1977 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა — „მოზამბიკის გეომორფოლოგია“, დაიცვა 1994 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • კავკასია-პონტიდების რეგიონის ნოტიო სუბტროფიკების კატასტროფების და რისკის გეოგრაფია, თბილისი, სამეცნ. გამოც., 2007, გვ. 372 ISBN 9789994068326
  • Геоморфология и палеогеография Юго-Восточной Африки, Тбилиси, 2005, с. 416 ISBN 9994003585
  • Чёрная пантера : Путевые зарисовки, Тбилиси, 2002, с. 172
  • Структурно-геоморфологический анализ и аэрокосмические методы при поисках полезных ископаемых в Грузинской ССР, Тбилиси, ГрузНИИНТИ, 1988, с. 62

ლიტერეატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 49-50

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება