იასონ ცუცქირიძე
იასონ ცუცქირიძე (დ. 29 მარტი, 1908, დეისი — გ. 8 ივლისი, 1989) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.
იასონ ცუცქირიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 მარტი, 1908 (116 წლის) |
დაბ. ადგილი | დეისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით.
1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, 1938 წლიდან ობსერვატორიის დირექტორი. 1941-1942 წლებში ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიური სადგური. 1943-1953 წლებში თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი. 1953-1979 წლებში ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის ლაბორატორიის გამგე. 1979 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი. 1938-1941 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში აქტინომეტრიის სპეციალობით. იქვე, 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც მიძღვნილია მთიანი რეგიონების კლიმატის გენეტიკური კლასიფიკაციისა და რადიაციული ბალანსის მდგენელების განაწილების კანონზომირების დადგენის, კლიმატური რესურსების კვლევის და სხვ. აქტუალურ საკითხებისადმი. არის რამდენიმე წიგნის სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1971).
სადოქტორო დისერტაციის თემა — „საქართველოს ტერიტორიის რადიაციული და თერმული რეჟიმი“, დაიცვა 1969 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 1952 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1944 — საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გეოფიზიკის ტერმინოლოგია=Геофизичксеая терминология: რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, თბილისი, მეცნიერება, 1988, გვ. 279
- Прогноз гидрометеорологических условий Колхидской низменности после осушения, Ленинград , Гидрометеоиздат, 1983, с. 247
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 289