იასე რაჭველი (ნამდვილი სახელი იოსებ მეხუზლა დ. 1860, ბაილეთი — გ. 1919, ლაგოდეხი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

იასე რაჭველი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ბაილეთში. დაამთავრა სოფლის ერთკლასიანი სასწავლებელი. სოფლის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ რვა წლის იასე, მშობლების, მაქსიმეს და ანას თანხმობით წაიყვანა რაჭაში და ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანა. იასემ სკოლა რაჭაში დაამთავრა, დარჩა იქ და შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციას. ორგანიზაცია ჟანდარმერიამ დახურა. იასე გურიაში გადავიდა და იქ განაგრძო არალეგალური საქმიანობა. ეწეოდა ეთნოგრაფიულ მუშაობას, დააარსა ამხანაგობა „გეორგია“. პოლიციისგან თავი რომ დაეღწია, წავიდა ემიგრაციაში ოსმალეთის იმპერიაში. შეისწავლა თურქული და ბერძNული ენები და აქვეყნებდა წერილებს ქართველებისთვის. იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთში და სხვაგან. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალებს. რაჭველის ფსევდონომით აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ გაზეთებში „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“. ავტორია რომანების, მოთხობების და პოემებისა: „მეექვსე ნომერი“, „რაშია ბედნიერება“, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“, „მარიანა“, „უმანკო მსხვერპლი“ „მართალი კაცი“ და სხვა. 1904 წელს დაბრუნდა საქართველოში და თბილისის თვითმმართველობასთან დადო კონტრაქტი გზების ქვებით მოპირკეთებაზე. თავდაპირველად ქვები საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, შემდგომ კი იღებდა სოფელ კურსებიდან გელათთან. 1907 წელს კონცესიით აიღო მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის შემდეგ ლაგოდეხში გადავიდა, დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის „ჰერეთის“ გამოცემა. გარდაიცვალა 1919 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაილეთში, მოგვარის, ფირალ ნიკოლოზ მეხუზლას გვერდით.

ლიტერატურა რედაქტირება

შ. ზაქარიძე, „მწერლის გახსენება“ // ლენინის დროშა // N100 გვ. 4 — 1980 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება