თხინვალა

სოფელი საქართველოში, ვაკის რაიონის დაქვემდებარეობაში მყოფი
(გადამისამართდა გვერდიდან თხინვალი (თბილისი))

თხინვალისოფელი თბილისში, ვაკის რაიონში, თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან 770 მეტრ სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 10 კმ.

სოფელი
თხინვალი

გაბაშვილების სასახლე და წმ. გიორგის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი ვაკე
კოორდინატები 41°44′41″ ჩ. გ. 44°41′44″ ა. გ. / 41.74472° ჩ. გ. 44.69556° ა. გ. / 41.74472; 44.69556
პირველი ხსენება XV საუკუნე
ადრეული სახელები თხილოვნა
ცენტრის სიმაღლე 770
მოსახლეობა 357[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თხინვალა — საქართველო
თხინვალა
თხინვალა — თბილისი
თხინვალა

წერილობით წყაროებში თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა) პირველად XV საუკუნეში იხსენიება. XV საუკუნემდე სოფელი გაბაშვილების მფლობელობაში იყო. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან თხინვალი ციციშვილების სამფლობელოა. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის თემს.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფლიდან 2 კილომეტრზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გაბაშვილების სასახლის ნანგრევები და წმ. გიორგის ეკლესია (XVII-XVIII სს).[3]

სასახლე ნახევარწრიული ბურჯებით გამაგრებული აგურის ორსართულიანი შენობა იყო, ყოველ სართულს ისრული კამარით გადახურული თითო დარბაზი ჰქონდა. შენობაში შერწყმული იყო საცხოვრებელი სახლისა და გამაგრებული კოშკის ფუნქციები.

ეკლესია ნაშენია აგურით. მოგვიანებით იგი მეორე (გარეთა) კედლით გაუმაგრებიათ. გარედან მარტივია, შიგნით გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საერო ხუროთმოძღვრების გავლენა იგრძნობა (კედლის ღრმა ნიშების მწკრივი, ამოკაწრული დეკორატიული სახეები).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 357 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 230 -- --
2002[5]   303 139 164
2014[1]   357 167 190

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. georgia-ethnic-2014
  3. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  4. ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 555.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II