თურქმენეთის ეკონომიკა
თურქმენეთს გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ეს დიდწილად უდაბნოს ქვეყანაა, ინტენსიური სოფლის მეურნეობით და სარწყავი სფეროებით, ასევე მდიდარია უზარმაზარი ნავთობისა და გაზის რესურსებით. მას უკავია მე-4 ადგილი მსოფლიოში ბუნებრივი აირის რეზერვების თვალსაზრისით. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ განვითარებულია ორი უმსხვილესი კულტურა — ბამბა, რომელიც წარმოებულია ექსპორტისთვის და — ხორბალი, რომელიც ქვეყნის შიგნით მოიხმარება.[4] თურქმენეთი შედის მსოფლიოს ბამბის მწარმოებლების ათეულში. 1998-2005 წლებში, თურქმენეთს მუდმივად აწუხებდა ბუნებრივი აირის ადეკვატური საექსპორტო მარშრუტების ნაკლებობა და ფართოვდებოდა მოკლევადიანი საგარეო ვალის ვალდებულებები. ამავე დროს, მთლიანი ექსპორტი გაიზარდა საშუალოდ დაახლოებით 15%-ით 2003-2008 წლებში, ძირითადად საერთაშორისო არენაზე ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდით. როგორც საბჭოთა ეპოქაში, ცენტრალური დაგეგმვის და სახელმწიფო კონტროლის გაბატონებული სისტემა და ნიაზოვის მთავრობამ (1991-2006 ხელისუფლება) თანმიმდევრულად უარყო ბაზრის რეფორმირების პროგრამები. სახელმწიფო აფინანსებს საქონელის და მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს. მას შემდეგ, რაც 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, დაიწყო ქვეყნის ორმაგი ვალუტის კურსის გაცვლა, გასცა ბრძანება მანათის დომინაციაზე, შემცირდა სახელმწიფო სუბსიდიები ბენზინზე და ინიცირებული იყო სპეციალური ტურისტული ზონის ავანზა-ს ("Avanza") განვითარება კასპიის ზღვაში. 2009 წლიდან, თურქმენეთი ინარჩუნებს ფიქსირებულ გაცვლის კურსს. 2016 წლის 5 თებერვლის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი უდრის — 3.50[5] თურქმენულ მანათს.[4]
თურქმენეთის ეკონომიკა | |
---|---|
ვალუტა | თურქმენული მანათი = 100 თენგე |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი |
სავაჭრო ორგანიზაციები | დსთ, ეთო |
სტატისტიკა | |
მშპ (ნომინალი) | $82.29 მილიარდი (PPP, 2014)[1] |
მშპ (მუპ) | $82.29 მილიარდი (PPP, 2014)[1] |
მშპ ზრდა | 10.3% (2014) |
მშპ ერთ სულზე | $15,500 (2014) |
მშპ სექტორით | სოფლის მეურნეობა (13.2%), მრეწველობა (49.3%), მომსახურება (37.4%) (2014) |
ინფლაცია | 6% (CPI, 2014) |
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ |
0.2% (2014) |
შრომითი რესურსი | 2.3 მილიონი (2013) |
შრომითი რესურსი საქმიანობით |
სოფლის მეურნეობა (48.2%), მრეწველობა (14%), მომსახურება (37.8%) (2004) |
უმუშევრობა | 11% (2014) |
მრეწველობის მთავარი დარგები | ბუნებრივი აირი, ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ტექსტილი, საკვების გადამუშავება |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $19.78 მილიარდი (2014) |
საქონლის ექსპორტი | აირი, ნავთობი, ნავთობქიმიკატები, ტექსტილი, ბამბა |
ძირითადი პარტნიორები |
ჩინეთი 69.7% თურქეთი 4.6% (2014)[2] |
იმპორტი | $15.92 მილიარდი (84 ადგილი) (2014) |
საქონლის იმპორტი | მანქანები და მოწყობილობები, ქიმიური ნივთიერება, საკვები |
სავაჭრო პარტნიორები |
თურქეთი 25.1% რუსეთი 13% ჩინეთი 10.7% არაბთა გაერთიანებული საამიროები 7% აშშ 5.1% უკრაინა 4.9% (2014)[3] |
სახელმწიფოს შიდა ვალი | $578.4 მილიონი (31 დეკემბერი 2014) |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | N/A |
შემოსავლები | $7.047 მილიარდი (2014) |
გასავლები | $6.699 მილიარდი (2014) |
ეკონომიკური დახმარება | $16 მილიონი აშშ-სგან (2001 წლისთვის) |
Main data source: CIA World Factbook All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
ფისკალური პოლიტიკა
რედაქტირებაბიუჯეტის მიღების და მისი განხორციელების პროცესი ხორციელდება „თურქმენეთის საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისად. კანონი აფიქსირებს ორგანიზებას სამართლებრივი საფუძვლების, ბიუჯეტის სისტემის მართვას და ოპერაციულობას, არეგულირებს ურთიერთობებს ყველა დონის ბიუჯეტებს შორის. თურქმენეთის მთავრობა განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს მას თურქმენეთის პრეზიდენტს. ერთი თვით ადრე, ფინანსური წლის დასაწყისამდე, თურქმენეთის პრეზიდენტი წარუდგენს თურქმენეთის პარლამენტს (მეჯლისს) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განხილვისა და მიღებასათვის. ბიუჯეტის სტატისტიკა არასანდოა იმიტომ, რომ მთავრობა ხარჯავს დამატებით, დიდი რაოდენობით არასაბიუჯეტო სახსრებს. 2012 წლის დადგენილებით, ბიუჯეტის ხარჯები შეადგინა $26.9 მილიარდი დოლარი და შემოსავლებმა შეადგინა $26.4 მილიარდი დოლარი, შეიქმნა უმნიშვნელო დეფიციტი.
მრეწველობა
რედაქტირებაპოსტ-საბჭოთა ეპოქაში, თურქმენეთის სამრეწველო სექტორში უფრო დომინირებდა საწვავისა და ბამბის გადამამუშავებელი მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობის საზიანოდ. 1991-2004 წლებს შორის, დაახლოებით 14 ახალი ბამბის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, მკვეთრად გაიზარდა ადგილობრივი წარმოებული ბამბის გადამუშავების შესაძლებლობები. სამშენებლო ინდუსტრია ძირითადად დამოკიდებულია მთავრობის პროექტების განხორციელებით, რადგან კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ნაკლებად პრიორიტეტულია.
აირი
რედაქტირებათურქმენეთის ძირითადი გაზის საბადოები აღმოაჩინეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში 1940 და 1950 წლებში, ხოლო 1980 წელს რესპუბლიკა გახდა მეორე უმსხვილესი გაზის მწარმოებელი საბჭოთა კავშირში, რუსეთის სფსრ-ს შემდეგ. საბჭოთა პერიოდში გაზის ექსპორტი ძირითადად ხორციელდებოდა საბჭოთა რესპუბლიკებში, ხოლო თურქმენეთი სტაბილურად იზრდიდა მიწოდებას 9.2 მილიონი მ³-დან 1940 წელს დაახლოებით 234 მლნ მ³-დე 1960 წელს, დაახლოებით 51 მლრდ. მ³-მდე 1975 წელს, ექსპორტი იმყოფებოდა ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ და ექსპორტის შემოსავალი შედიოდა სსრკ-ს ცენტრალურ ბიუჯეტში.[6]
ეს შეიცვალა 1991 წელს, როდესაც თურქმენეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაამყარა სრული კონტროლი გაზის ექსპორტზე და ექსპორტის შემოსავლებზე. თუმცა, საბჭოთა ეპოქის გაზის მილსადენების უმეტესობა გადის კავკასიაში, რუსეთსა და უკრაინაში. 1990-იან წლებში თურქმენეთის გაზის მომხმარებლების უმეტესობა დსთ-ს წევრი ქვეყნები იყო, რომლებიც გაზის საფასურის დროულად გადახდა ვერ შეძლეს ან ბარტერული გარიგებების მოლაპარაკება ვერ მოასწრეს. 1990-იან წლებში თურქმენეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ზოგიერთ დსთ-ს წევრ ქვეყანას, გადაუხდელობის და წაგებიანი ბარტერული გარიგებების მოტივით. ამავე დროს, თურქმენეთის ხელისუფლება ცდილობს, ინვესტიციების მოზიდვას გაზსადენის მშენებლობაზე ირანის გავლით თურქეთსა და დასავლეთ ევროპისთვის და ავღანეთის გავლით, პაკისტანისთვის გაზის მიწოდებას. გარიგება ჩაიშალა, რეგიონში არასასურველი ვითარების და არსებული უსაფრთხოების გარემოს და მაღალი ხარჯების გამო; ინფლაცია და ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა, მაგრამ პრივატიზაციას წინააღმდეგობა გაუწია. 1990-იანი წლების დასასრულს მთავრობამ ხელახალი შეთანხმება გააფორმა მისი ექსპორტის და ფასის გადახედვით გაზპრომთან და განაახლა გაზის მიწოდება საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.[6] იგი ასევე გახსნა თავისი პირველი მილსადენი — „Korphe-Kurt Kui“, რომელიც რუსეთის გავლით არ გადის.
ციფრები, რომლებიც ქვემოთ მოყვანილია, აღებულია ბრიტიშ პეტროლიუმის BP-ის სტატისტიკური მიმოხილვიდან.[7] ერთეული არის ერთი მილიარდი კუბური მეტრი (bcm) წელიწადში. აქ ჩამოთვლილია გაზის წარმოება, მოხმარება, ასევე ექსპორტის საერთო და ქვეყნებზე დაყოფილი რაოდენობა. ერთი მომენტი აჩვენებს, რომ წარმოების და ექსპორტის პიკმა 2008 წელს მიაღწია და მკვეთრად შემცირდა 2009 წელს. ეს 2009 წლის აპრილში „ცენტრალური აზია-ცენტრი“ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამო მოხდა, რომელის გამო თურქმენეთმა რუსული კომპანია გაზპრომი დაადანაშაულა.[8] მას შემდეგ რუსეთმა შეზღუდა თურქმენეთის გაზის იმპორტი მხოლოდ დაახლოებით 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. წარმოების და ექსპორტის კვლავ მატება დაიწყო 2010 წლიდან, „ცენტრალური აზია-ჩინეთი“-ს გაზსადენის გახსნის გამო.
წელი | წარმოება | მოხმარება | ექსპორტი | ექსპორტი რუსეთში | ექსპორტი ჩინეთში | ექსპორტი ირანში |
---|---|---|---|---|---|---|
2005 | 57 | 16.1 | 40.9 | 35.1 | 0 | 5.8 |
2008 | 66.1 | 20.5 | 45.6 | 39.1 | 0 | 6.5 |
2009 | 36.4 | 19.9 | 16.7 | 10.7 | 0 | 5.8 |
2010 | 42.4 | 22.6 | 19.7 | 9.7 | 3.5 | 6.5 |
2011 | 59.5 | 25.0 | 34.5 | 10.1 | 14.3 | 10.2 |
2012 | 62.3 | 23.3 | 41.1 | 9.9 | 21.3 | 9.0 |
2013 | 62.3 | 22.3 | 40.1 | 9.9 | 24.4 | 4.7 |
ნავთობი
რედაქტირება2010 წლისთვის, თურქმენეთი მოიპოვებდა 202.000 ბარელ ნავთობს დღეში. ზეთის წარმოება აღწევდა დაახლოებით 50,000 ბარელს დღეში. შიდა მოხმარება შეადგინა დაახლოებით 100,000 ბარელი დღეში.[9] ნავთობის მონაცემები ცხრილში, აღებულია BP-ის სტატისტიკურ მიმოხილვიდან.
წელი | წარმოება (ათასი ბარილი/დღეში) | წარმოება (მლნ. ტონა/წელი) | მოხმარება (მლნ. ტონა/წელი) |
---|---|---|---|
2002 | 183 | 9 | 3.9 |
2005 | 193 | 9.5 | 4.3 |
2008 | 208 | 10.3 | 5.1 |
2009 | 211 | 10.4 | 4.6 |
2010 | 217 | 10.7 | 4.5 |
2011 | 217 | 10.7 | 4.7 |
2012 | 222 | 11.0 | 4.8 |
2013 | 231 | 11.4 | 4.8 |
სამშენებლო მასალები
რედაქტირებამოქმედებს სამი ცემენტის ქარხანა თურქმენეთში. მდებარეობს აშხაბადის, ბალკნის და ლებაპის პროვინციების ახლოს. სულ წარმოება 2013 წლისთვის, სავარაუდოდ აღემატებოდა 2 მილიონ ტონას.[10]
ქიმიური მრეწველობა
რედაქტირებათურქმენეთი ააშენებს კალიუმის ქარხანას, წელიწადში 2.8 მილიონი ტონის კალიუმიანი სასუქების წარმოების სიმძლავრით. აქედან დიდი ნაწილი გავა ექსპორტზე, რადგან შიდა მოთხოვნა ქვეყანაში არ აღემატება 10,000 ტონას.[11] მშენებლობა ქარხნის, რომელიც აწარმოებს 640,000 ტონა/წელში შარდოვანა (კარბიდს) და 400,000 ტონა/წელში ამიაკს, უნდა დასრულდეს 2014 წლის ივნისში.[12] 2016 წლისთვის, ქვეყანა სავარაუდოდ, აწარმოების 1 მლნ. ტონა შარდოვანას (კარბიდს) ყოველწლიურად.[13]
მომსახურება
რედაქტირებასაბანკო
რედაქტირებაფინანსური სისტემა სრულად სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა. საბანკო სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, შეიცავს 12 ეროვნულ ბანკს. ეს ინსტიტუტები იგივე ძირითად სამმართველო პასუხისმგებლობას ატარებენ, როგორც საბჭოთა პერიოდში, თურქმენეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობით. საკრედიტო ოპერაციები და საყოფაცხოვრებო დანაზოგები არ ყოფილა მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ სისტემის. 2005 წელს, დაახლოებით 95 პროცენტი სესხების წავიდა სახელმწიფო საწარმოებში. სახელმწიფო სადაზღვევო ფირმა „TurkmenIngosstrakh“, აქვს დამყარებული სრული მონოპოლია, ისედაც ძალიან მცირე სადაზღვევო ინდუსტრიაზე.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირება2000-იანი წლების დასაწყისში, თურქმენეთის მთავრობის წვლილი სასოფლო-სამეურნეო სექტორში მთლიან შიდა პროდუქტთან გაიზარდა სახელმწიფოს მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ახლაც ბამბა არის დომინანტური სოფლის მეურნეობის საქონელი იმიტომ, რომ ბამბა არის ძირითადი საექსპორტო პროდუქცია. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებმა გაზარდეს მეურნეობის სპექტრი, რომ თურქმენეთი გახადონ თვითკმარი საკვების მომარაგების მხრით. პოსტ-საბჭოთა ეპოქაში, ფართობი მარცვლეულის დარგობის (ძირითადად ხორბლის), თითქმის გასამმაგდა. თუმცა, სასოფლო-სამეურნეო მიწები არის უხარისხო და მოითხოვს სარწყავს. თურქმენეთის სარწყავი ინფრასტრუქტურა და წყლის გამოყენების პოლიტიკა არ პასუხობს ეფექტურად ამ საჭიროებას.
საგარეო ვაჭრობა
რედაქტირებათურქმენეთის მთავრობა ხაზგასმით აცხადებს, რომ დიდ ყურედღებას აქცევს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, საგარეო ვაჭრობისა და "ღია კარის" პოლიტიკას, განაცხადა პრეზიდენტმა. დღეისათვის თურქმენეთის პარტნიორია 73 ქვეყანა. თურქმენეთის ყველაზე ცნობილი სავაჭრო პარტნიორებია: ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, შვეიცარია, ჰონგკონგი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. თურქმენეთი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) წევრია.
სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ნედლეულის ექსპორტი კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია თურქმენეთის მთავრობის. ფასის კონტროლი საუკეთესო საქონელზე, მისი სტაბილიზაცია რეპროდუქციის პროცესში, სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, მოქნილობა ინოვაციებში და სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობა ცდილობს გააძლიეროს სახელმწიფო რეგულაცია საგარეო ვაჭრობაზე, შექმნას დაზღვევის სახელმწიფო სისტემა და კონსოლიდაცია საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 5 July 2015.
- ↑ Export Partners of Turkmenistan. CIA World Factbook (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-02. ციტირების თარიღი: 2015-07-05.
- ↑ Import Partners of Turkmenistan. CIA World Factbook (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
- ↑ 4.0 4.1 The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ XE: (USD/TMT) US Dollar to Turkmenistani Manat Rate. ციტირების თარიღი: 2016-02-05
- ↑ 6.0 6.1 Abazov, Rafis. Historical Dictionary of Turkmenistan, p. 64-5. Scarecrow Press, 2005, ISBN 0-8108-5362-0.
- ↑ Statistical Review of World Energy 2014. ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ BBC NEWS - Asia-Pacific - Russia blamed for pipeline blast. ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ http://www.eia.gov/cabs/Turkmenistan/pdf.pdf
- ↑ В Туркменистане в этом году будет произведено более 2 миллионов тонн цемента - Экономика - Гундогар. ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-07. ციტირების თარიღი: 2016-04-10.
- ↑ Turkmenistan approves agreement for new urea, ammonia plant. ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ Turkmenistan seeks to triple fertiliser production. Central Asia Online (22 November 2013). ციტირების თარიღი: 4 March 2015.