თურქეთის პრეზიდენტი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
თურქეთის პრეზიდენტი (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı) — თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი დიდწილად საზეიმო ხასიათის ფუნქციებს ატარებს, მაგრამ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციაც. ამ რანგში, პრეზიდენტი წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკას და თურქი ერის ერთიანობას, ისევე, როგორც უზრუნველყოფს თურქეთის კონსტიტუციის დაცვას, ასევე სახელმწიფო ორგანოების ორგანიზებულად და ჰარმონიულად ფუნქციონირებას. კონსტიტუციის 101-დან 106-მდე სტატიებში დადგენილი ყველა მოთხოვნა პრეზიდენტისადმი, საარჩევნო საკითხებში, ასევე მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. თურქეთის პრეზიდენტის პოსტი შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებსთან ერთად 1923 წლის 29 ოქტომბერს. თურქეთის პრეზიდენტი, ხშირად არაოფიციალურად მოხსენიებულია, როგორც „Reis-i Cumhur“, რაც ნიშნავს „ხალხის პრეზიდენტი“.[1][2] მიმდინარე თანამდებობის პირი არის თურქეთის მე-12 პრეზიდენტი — რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წლის 28 აგვისტოდან.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı | |
---|---|
თურქეთის პრეზიდენტის დროშა | |
თურქეთის პრეზიდენტის გერბი | |
მიმართვის სტილი | მისი აღმატებულება |
რეზიდენცია | თურქეთის პრეზიდენტის სასახლე, ანკარა, თურქეთი |
ვადის ხანგრძლივობა | 5 წელი, ზედიზედ ორი ვადით |
დაარსდა | 29 ოქტომბერი 1923 |
პირველი თანამდებობაზე | ქემალ ათათურქი |
საიტი | თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი |
მცხოვრები ყოფილი პრეზიდენტები
რედაქტირებაპრეზიდენტი (Cumhurbaşkanı) | პერიოდი | დაბადების თარიღი |
---|---|---|
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი | 2000–2007 | 13 სექტემბერი, 1941 |
აბდულა გიული | 2007–2014 | 29 ოქტომბერი, 1950 |
კვალიფიკაცია
რედაქტირებაიმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს თურქეთის პრეზიდენტად, უნდა ჰქონდეს დაასრულებული უმაღლესი განათლება და მინიმუმ ორმოცი წლის ასაკი.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გაწყვიტოს თავისი ურთიერთობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავის პოლიტიკურ პარტიასთან და მისი, როგორც თურქეთის პარლამენტის წევრობა უნდა შეწყდეს.
არჩევნები
რედაქტირებაპრეზიდენტის არჩევნები უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით ადრე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ვადა იწურება ან 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტის პოსტის ვაკანტურობიდან, და უნდა დასრულდეს 30 დღის განმავლობაში არჩევნების დასაწყისიდან. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ პარლამენტის ბიუროში პირველი 10 დღის განმავლობაში და არჩევნები უნდა დასრულდეს, დარჩენილი 20 დღის განმავლობაში.
ადრე, პრეზიდენტს ირჩევდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები. 2007 წელს შემუშავდა ახალი წესი, რომლის თანახმად მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ მოქალაქეები, პირდაპირი ხმის მიცემის მეშვეობით. პრეზიდენტი შეიძლება იყოს თურქეთის პარლამენტის წევრი ან საერთოდ თურქეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
თურქეთის პრეზიდენტების სია
რედაქტირებასურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება | |
---|---|---|---|---|
1. | მუსტაფა ქემალ ათათურქი | 29 ოქტომბერი 1923 | 10 ნოემბერი 1938 | |
2. | ისმეთ ინენიუ | 11 ნოემბერი 1938 | 22 მაისი 1950 | |
3. | ჯელალ ბაიარი | 22 მაისი 1950 | 27 მაისი 1960 | |
4. | ჯემალ გურსელი | 10 ოქტომბერი 1961 | 28 მარტი 1966 | |
5. | ჯევდეთ სუნაი | 28 მარტი 1966 | 28 მარტი 1973 | |
6. | ფაჰრი კორუთურქი | 6 აპრილი 1973 | 6 აპრილი 1980 | |
7. | ქენან ევრენი | 12 სექტემბერი 1980 | 9 ნოემბერი 1989 | |
8. | თურგუთ ოზალი | 9 ნოემბერი 1989 | 17 აპრილი 1993 | |
9. | სულეიმან დემირელი | 16 მაისი 1993 | 16 მაისი 2000 | |
10. | აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი | 16 მაისი 2000 | 28 აგვისტო 2007 | |
11. | აბდულა გიული | 28 აგვისტო 2007 | 28 აგვისტო, 2014 | |
12. | რეჯეფ თაიფ ერდოღანი | 28 აგვისტო 2014 | დღემდე |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.nedirnedemek.com/reisicumhur-nedir-reisicumhur-ne-demek
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2016-04-16.