თურგუთ ოზალი (თურქ. Halil Turgut Özal, 13 ოქტომბერი 1927, მალათია, თურქეთი17 აპრილი 1993, ანკარა, თურქეთი) — თურქეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, თურქეთის მერვე პრეზიდენტი (1989–1993 წწ.).

თურგუთ ოზალი
თურგუთ ოზალი
თურქეთის პრეზიდენტის გერბი თურქეთის მე-8 პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი 1989 – 17 აპრილი 1993
წინამორბედიქენან ევრენი
მემკვიდრესულეიმან დემირელი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივლისი 1983 – 20 იანვარი 1989
წინამორბედიბიულენტ ულუსუ
მემკვიდრეილდირიმ აკბულუთი

დაბადებული13 ოქტომბერი 1927
მალათია თურქეთი
გარდაცვლილი17 აპრილი, 1993 (65 წლის)
ანკარა თურქეთი
ეროვნებათურქი
მეუღლესემრა ოზალი
შვილებივაჟი: ახმედი
გოგო: ზეინაბი და ეფე
პროფესიაინჟინერ–ელექტროტექნიკოსი
რელიგიასუნიზმი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1927 წელს ქალაქ მალათიაში, თურგუთის მამა იყო ბანკის თანამშრომელი, დედა ჰაფიზა – მუშაობდა დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 1950 წელს დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერის სპეციალობით.

1950–1952 წწ. მუშაობდა აშშ–ში. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ კითხულობდა ლექციებს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1980 წელს გახდა პრემიერ ბიულენტ ულუსუს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. 1980 წლის 20 მაისს დააარსა "პარტია სამშობლო". 1983 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 211 ადგილი 400–დან და გახდა თურქეთის 45–ე პრემიერ–მინისტრი. 1987 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 292 მანდატი და კვლავ დაიკავა პრემიერის თანამდებობა.

1988 წლის 18 ივნისს სპორტულ დარბაზ 'ათათურქში" "პარტია სამშობლოს" ყრილობაზე პრემიერ ოზალს ორჯერ ესროლა და ხელში დაჭრა კარტალ დემირაგმა. მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელიც 20–წლიანი პატიმრობით შეეცვალა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ოზალმა დემირაგი შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.

1989 წელს ორტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 9 ნოემბერს დაიკავა თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობა.

გარდაიცვალა 1993 წლის 17 აპრილს ინფარქტის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ქენან ევრენი
თურქეთის პრეზიდენტი

19891993
შემდეგი:
სულეიმან დემირელი