თითისტარა კოლიბია

თითისტარა კოლიბია (ლათ. Gymnopus fusipes) — გიმნოპუსის გვარის სოკო ომფალოტისებრთა ოჯახისა.

თითისტარა კოლიბია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ომფალოტისებრნი
გვარი:  გიმნოპუსი
სახეობა:  თითისტარა კოლიბია
ლათინური სახელი
Gymnopus fusipes (Bull.) Gray 1821

საჭმელი სოკოა. იჭმევა მხოლოდ ნორჩობაში, მხოლოდ ქუდი. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად 1793 წელს აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა როგორც Agaricus fusipes.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

სოკოს ქუდის დიამეტრი — 4-8 სმ, ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ შედარებით ბრტყელი, ხშირად არათანაბარი ფორმის. ახასიათებს ბორცვაკი. წითელ-ყავისფერია, მოგვიანებით უფრო ღია.

რბილობი — მოთეთრო, ხორციანი, ღია ფერის ბოჭკოებით, უხეში.

ფეხის სიგრძე 15 სანტიმეტრამდე აღწევს, სისქეში — 1-2 სმ, ქუდისფერია, ძირში მუქი ფერის, თითისტარისებრი, ძირისკენ დაწვრილებული და ფესვისებურად წაგრძელებული, დაგრეხილი, ხრტილოვანი, სიგრძივ ქერცლოვან-ხორკლებიანი.[2]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ჯერ შეზრდილია, შემდეგ თავისუფალი, მეჩხერი, განიერი, თეთრიდან კრემისფერამდე, ზედაპირი დაფარულია ჟანგისფერ-მოვარდისფრო ლაქებით.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 5×3,5 მკმ, ფართოოვალური.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია ან პარაზიტი, რომელიც იწვევს მუხის ხის ფესვის ლპობას.[3] იზრდება დიდ ჯგუფებად, ჯირკებზე, ხის ტანზე და ბებერი ფოთლოვანი ხეების ფესვებზე, ხშირად მუხასა და წიფელზე, იშვიათად წიწვოვან ტყეებში.

ფართოდაა გავრცელებული ევროპის ფოთლოვან ტყეებში.

სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი, ახალი და დამჟუჟებული, მხოლოდ ქუდი. ზრდასრული ან გადაბერებული სოკოები ნაყოფსხეულში იგროვებენ დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიებს,[4][5] რომლებიც იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 111. — ISBN 5-17-020333-0.
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — С. 87. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 50. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jean Baptiste François Pierre Bulliard (1793). Herbier de la France (French). Paris: Bulliard, Didot, Debure, Belin. 
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 109, ISBN 99940-856-1-1.
  3. (2008) Funga Nordica Agaricoid, boletoid and cyphelloid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 297. ISBN 978-87-983961-3-0. 
  4. Toxicitate prin bacterii
  5. Naturführer
  6. Giftpilzliste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-02. ციტირების თარიღი: 2021-02-14.