თეოდორ უილიამ რიჩარდსი
თეოდორ უილიამ რიჩარდსი (ინგლ. Theodore William Richards; დ. 31 იანვარი 1868, ჯერმანტაუნი — გ. 2 აპრილი 1928, კემბრიჯი) — ამერიკელი ქიმიკოსი. პირველი ამერიკელი, რომელსაც მიანიჭეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში. ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ქიმიურ ელემენტთა ატომური მასების ზუსტი დადგენისათვის.
თეოდორ უილიამ რიჩარდსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 იანვარი, 1868[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | Germantown[8] [7] |
გარდ. თარიღი | 2 აპრილი, 1928[8] [1] [2] [3] [9] [4] [5] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი[8] |
დასაფლავებულია | მაუნტ-ობერნის სასაფლაო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი[10] |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი[10] და ჰავერფორდის კოლეჯი |
განთქმული მოსწავლეები | გილბერტ ნიუტონი |
მამა | William Trost Richards |
დედა | Anna Matlack Richards |
ჯილდოები | ფარადეის ლექციის პრიზი, ნობელის პრემია ქიმიაში[11] [12] , უილარდ გიბსის ჯილდო[13] , ლავუაზიეს მედალი, დევის მედალი[14] , ფრანკლინის მედალი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კვაკერების[16] ოჯახში. მხატვარი მარინისტისა და პეიზაჟისტის უილიამ ტროსტ რიჩარდსისა და პოეტის ანა მეთლეკის ექვსი შვილიდან თეოდორი მეოთხე იყო. დედა მას შინ ასწავლიდა. რიჩარდსები ზაფხულის თვეებს როდ–აილენდზე, ნიუპორტის საკუთარ სახლში ატარებდნენ, სადაც მათი მეზობელი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი ჯ. პ. კუკი უმცროსი. სწორედ კუკმა გაუღვიძა თეოდორს ქიმიისადმი ინტერესი. 14 წლის რიჩარდსი აბარებს ხავერფორდის კოლეჯის პირდაპირ მეორე კურსზე და აქაც კი მისი ცოდნა ქიმიასა და ასტრონომიაში ჭარბობს მისი თანაკურსელებისას. 1885 წელს მან წარმატებით დაასრულა კოლეჯი და მიიღო ქიმიის ბაკალავრის ხარისხი. ამავე წლის შემოდგომაზე ის აბარებს ჰარვარდში, იმისათვის რომ კუკთან ემუშავა, და 1886 წელს წარმატებით დაასრულა ქიმიის კურსი. 1888 წლიდან ის იწყებს მუშაობას კუკთან ატომის მასებზე, ასპირანტად.
მოღვაწეობა
რედაქტირება1815 წელს ინგლისელმა უილიამ პრაუტმა (1786–1850 წწ.) გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ელემენტის ატომი შედგება წყალბადის ატომისაგან. მისი თეორია ეყრდნობოდა იმ ექსპერიმენტულ ფაქტს, რომ ნებისმიერი ელემენტის მასა არის წყალბადის ატომის მასის ჯერადი, ატომური მასა – არის მოცემული ელემენტის ატომის ფარდობითი მასა.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როცა გაზომვების სიზუსტე გაიზარდა, იენს იაკობ ბერცელიუსმა (1779–1848 წწ.) და ჟან სერვ სტასმა (1813–1891 წწ.) დაადგინეს, რომ ატომური მასები სულაც არ არის მთელი რიცხვები. მაგ., ქლორის ატომური მასა 35,5-ს შეადგენს, რამაც გამორიცხა ქლორის ატომის შედგენა წყალბადი ატომებით ანდა წარმოშვა შესაძლებლობა განსხვავებული მასის მქონე ქლორის ორი სახის ატომები არსებობისა, რომელთა ნარევიც ქმნის ბუნებრივ ქლორს.
იტალიელმა ქიმიკოსმა სტანისლავ კანიცარომ (1826–1910 წწ.) წარმოადგინა ატომური მასების რაციონალური სისტემა, რომლის საფუძველზეც ზუსტად განსაზღვრა ისეთი ფუნდამენტალური ცნებები როგორიცაა: ატომი, მოლეკულა. ეს ხდება მაშინ, როცა XIX საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ საეჭვოა ატომური მასების მნიშვნელობები.
რიჩარდსმა განსაზღვრა წყალბადისა და ჟანგბადის ატომური მასები. მან გამოიყენა ორიგინალური მეთოდი, წვავდა წყალბადს სპილენძის ჟანგთან, რის შემდეგაც წარმოიქმნება გარკვეული ოდენობის წყალი. მის მიერ მიღებული შედეგები ეწინააღმდეგებოდა მაშინ მიღებულ შეხედულებას, რომ ნებისმიერი ელემენტის ატომური მასა არის მთელი რიცხვი, ანუ წყალბადის მასის ჯერადი. რიჩარდსმა დააზუსტა აგრეთვე სპილენძის ატომური მასა 63,54 ნაცვლად 63,31–ისა. გაზომვების სიზუსტის გასაღრმავებლად თეოდორმა გამოიგონა რამდენიმე ახალი ხელსაწყო, მათ შორის მიღებული პროდუქტების ატმოსფერული ნესტით დაბინძურებისაგან დასაცავი აპარატურა, ასევე კალორიმეტრი – და ასევე ნეფელომეტრი – რომელიც საშუალებას იძლევა ხსნარში ვიზუალურად განისაზღვროს კონცენტრაცია ანდა ნივთიერების ნაწილაკების ზომა. 1888 წლიდან 1923 წლებში მან ზუსტად განსაზღვრა 25 ელემენტის ატომური მასები. დაადასტურა, რომ კობალტს აქვს უფრო მეტი მასა ვიდრე ნიკელს, მიუხედავად იმისა რომ პერიოდულ სისტემაში ნიკელზე წინ დგას, რითაც კიდევ ერთხელ ნათლად იქნა ნაჩვენები, რომ პერიოდულობისათვის ატომურ მასას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.
რიჩარდსმა დაადგინა რომ რადიოაქტიულ მინერალებში ტყვიას აქვს უფრომცირე მასა, ვიდრე უნდა ქონდეს „ნორმალურ“ ტყვიას. ეს იყო ერთ–ერთი თავდაპირველი მტკიცებულება იზოტოპების – სხვადასხვა ატომური მასების მქონე ერთიდაიმავე ელემენტის – არსებობისა. რიჩარდსი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ატომების მოცულობებით, 1907 წელს მის მიერ გამოთქმული „შეკუმშვადი“ ატომების თეორიის თანახმად, ატომების მოცულობა დამოკიდებულია მის ქიმიურ გარემოცვაზე.
1888 წელს რიჩარდსმა მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შემდეგ მიიღო პარკერის სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა სწავლა გერმანიაში, გიოტინგენის, მიუნხენისა და დრეზდენის უნივერსიტეტებში. თეოდორი მუშაობდა და სწავლობდა ვიქტორ მეიერთან (1848–1897 წწ.), პაულ ერხარდტ იანაშთან (1841–1921 წწ), ალექსანდრ გერხარდ კრიუსთან (1859–1895 წწ.) და ვალტერ მათიას ჰემფელთან (1851–1916 წწ.). მომდევნო წელს, ჰარვარდში დაბრუნებისთანავე ის ასწავლის რაოდენობრივ ანალიზს, 1891 წელს – არის კურატორი, ხოლო 1894 წლიდან კი ის არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი.
კუკის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ რიჩარდსი კვლავ საზღვარგარეთ მიემგზავრება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაც მუშაობს ვ. ოსტვალდთან (1909 წ. ნობელის პრემია) ლაიფციგის და ვ. ნერნსტთან (1920 წ. ნობელის პრემია) გიოტინგენის უნივერსიტეტებში, ხოლო მოგვიანებით 1904 წ. ბერლინის უნივერსიტეტში. 1901 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია, 1903–1911 წლებში ხელმძღვანელობს ქიმიის ფაკულტეტს, 1912 წლიდან გარდაცვალებამდე ქიმიის პროფესორი.
რიჩარდსმა ნობელის პრემია მიიღო 1915 წელს დიდი რაოდენობით ელემენტების ზუსტი ატომური მასების განსაზღვრისათვის. ომის გამო მან ვერ შეძლო უშუალოდ ჩასულიყო და აეღო პრემია. ნობელის ლექცია სტოკჰოლმში მან მოგვიანებით 1919 წლის 6 დეკემბერს წაიკითხა. ატომური მასების კვლევის შესახებ მან თქვა:
რიჩარდსის ნაშრომები უმნიშვნელოვანესია თეორიულ ქიმიაში. თავისუფალ დროს ის ანდომებდა ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, ხატვას, გოლფს და ცურვას იალქანით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 5.0 5.1 GeneaStar
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 7.0 7.1 https://archive.org/details/1886secretarysre07harvuoft/page/187/mode/1up
- ↑ 8.0 8.1 8.2 Ричардс Теодор Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 https://www.gf.org/fellows/all-fellows/william-theodore-richards/
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1914 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
- ↑ Award winners : Davy Medal
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 300.
- ↑ პროტესტანული ეკლესიის სექტა, რომელიც საეკლესიო ცერემონიალებს სრულიად უარყოფს