თეთრი თოლია (ლათ. Pagophila eburnea) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის თოლიასებრთა ოჯახისა. შეფერილობა თეთრია, ახალგაზრდებს მუქი წინწკლები აყრია. ნისკარტი ყვითელია და მწვანე ძირი აქვს; მოშიშვლებული რგოლი თვალის გარშემო წითელია; ფეხები შავი. სხეულის სიგრძეა 45 სმ. ცხოვრობს არქტიკის მაღალი განადების კუნძულებზე. ბუდობენ კოლონიებად, უმთავრესად კლდეებზე. შეჯვარებას იწყებენ ივლისის დასაწყისში. ბუდეში 1–2 კვერცხია. კრუხობს ორივე მშობელი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ბარტყები იჩეკებიან ღინღლით შემოსილები. უკვე ცხოვრების პირველი წლის ბოლოს იმოსებიან ზრდასრულის მსგავსი ბუმბულით. იკვებებიან ზღვის უხერხემლო ცხოველებით, ლეშით, სელაპების, მორჟებისა და თეთრი დათვის ექსკრემენტებით. ფრენენ მსუბუქად და სწრაფად, მიწაზე კარგად გადაადგილდება; ცურავს, მაგრამ წყალში უხალისოდ ცურავს.[1]

თეთრი თოლია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pagophila eburnea (Phipps, 1774)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22694473

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Птицы Советского Союза, под ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова, т. 3, М., 1951.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Белая чайка // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970.