აყ-ყოიუნლუ

(გადამისამართდა გვერდიდან თეთრბატკნიანები)

აყ-ყოიუნლუ (თეთრბატკნიანები) — ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომთა გაერთიანება მდინარე ტიგრის ზემოწელში (დიარბექირსა და სივასს შორის) XIV-XV საუკუნეებში, XV საუკუნის დასაწყისიდან ფეოდალური სახელმწიფოა (დედაქალაქი დიარბაქირი). უზუნ-ჰასანის გამგებლობის დროს (1453-1478 წწ.) აყ-ყოიუნლუ გაძლიერდა, გაანადგურა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო და დაიკავა სომხეთი, აზერბაიჯანი, ერაყი და დასავლეთი ირანი. XV საუკუნის 60-70-იან წლებში ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აყ-ყოიუნლუმ კავშირი დაამყარა ვენეციასთან, რომის პაპსა და უნგრეთთან. ანტიოსმალური კოალიციის შექმნას მხარს უჭერდა საქართველოც. 1473 წელს ოსმალებმა თერჯანასთან ბრძოლაში დაამარცხეს აყ-ყოიუნლუს ლაშქარი. 70-90-იან წლებში უზუნ-ჰასანმა და იაყუბ-ფადიშაჰმა რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოში, რომლის მიზანი იყო ნადავლის მოპოვება. ამავე პერიოდში იყო რამდენიმე ცდა სახელმწიფოში საგადასახადო რეფორმების გატარებისა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ფეოდალურმა შინაბრძოლებმა და ხალხის მასების უკმაყოფილების ზრდამ დაასუსტა სახელმწიფო, ხოლო 1501 წელს ყიზილბაშებმა ისმაილ სეფიანის მეთაურობით ბოლო მოუღეს მას.

აყ-ყოიუნლუ
آق قویونلو />Ağ Qoyunlu


13781501
დროშა
დედაქალაქი დიარბაქირი 1453 – 1471
თავრიზი 1468 – 1478
ენა აზერბაიჯანული
მმართველობის ფორმა მონარქია
 - 1378–1435 ყარა-ოსმანი
 - 1501–1501 მურად-იბნ-იაქუბი
შუა საუკუნეები
ისტორია
 - წარმოქმნა 1378
 - დაცემა 1501

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 266.
  • Bosworth, Clifford (1996) The New Islamic Dynasties: A Chronological and Genealogical Manual (2nd ed.) Columbia University Press, New York, ISBN 0-231-10714-5
  • Morby, John (2002) Dynasties of the World: A Chronological and Genealogical Handbook (2nd ed.) Oxford University Press, Oxford, England, ISBN 0-19-860473-4
  • Woods, John E. (1999) The Aqquyunlu: Clan, Confederation, Empire (2nd ed.) University of Utah Press, Salt Lake City, ISBN 0-87480-565-1