თედორე ევგენის ძე კოტანოვი (დ. 4 აპრილი, 1914, სოფელი ნეონ-ხარაბა, წალკის რაიონი, — გ. 15 სექტემბერი, 1993, სანქტ-პეტერბურგი) — საბჭოთა კავშირის გმირი (20. IV 1945). პოლკოვნიკი. სსკპ წევრი 1940 წლიდან. დიდი სამამულო ომის (1941–1945) დროს მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში, ნოვოროსიისკთან, ტაგანროგთან, მარიუპოლთან, ნიკოლაევთან ბრძოლებში. მონაწილეობდა აგრეთვე უკრაინის, ბესარაბიის, რუმინეთის, ბულგარეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ქ. ნიკოლაევთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ სამხედრო სამსახურში იყო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება