თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პანთეონი — პანთეონი, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, სადაც დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები. მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო სკოლისა და მიმდინარეობის დაფუძნება და განვითარება.[1]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი | |
---|---|
შეიქმნა | 1927 |
მდებარეობა | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
კოორდინატები | 41°42′36″N 44°46′45″E / 41.71008252954619° ჩ. გ. 44.779260981056964° ა. გ. |
მფლობელი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქართველოში პირველი უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.[2]
1927 წელს პირველი ვინც დაიკრძალა უნივერსიტეტის ბაღში იყო უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი.[3] ერთი წლის შემდეგ, უნივერსიტეტის დაარსებიდან ათის წლის თავზე, რომელიც საზეიმოდ აღინიშნა მთელ საქართველოსა და ამიერკავკასიაში, უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა პეტრე მელიქიშვილის ძეგლი.
პანთეონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. აქ განისვენებს უნივერსიტეტის ყველა დამფუძნებელი, გარდა ექვთიმე თაყაიშვილისა[4] (რომელიც დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში)[5] და გრიგოლ წერეთლისა (რომლის საფლავი არ არსებობს).[6]
პანთეონში დაკრძალულები
რედაქტირება-
ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)
-
პეტრე მელიქიშვილი (1850-1927)
-
ივანე ბერიტაშვილი (1884-1974)
-
კორნელი კეკელიძე (1879-1962)
-
დიმიტრი უზნაძე (1886-1950)
-
გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973)
-
ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950)
-
შალვა ნუცუბიძე (1988-1969)
-
ანდრია რაზმაძე (1889-1929)
-
გიორგი ახვლედიანი (1887-1973)
-
აკაკი შანიძე (1887-1987)
-
გიორგი წერეთელი (1904-1973)
-
ნიკო ცხვედაძე[7] (1845-1911)
-
იუსტინე აბულაძე[8] (1874-1962)
ლიტერატურა
რედაქტირება- გაიპარაშვილი ზ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი, თბილისი: „უნივერსალი“, 2005. — 7 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი“ ვიკისაწყობში.
- უნივერსიტეტის პანთეონი — თბილისის უნივერსიტეტის საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაიპარაშვილი 2005, p. 1.
- ↑ უნივერსიტეტის ისტორია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური სატი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023.
- ↑ „ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგო“. „იმედინიუსი“. 9 თებერვალი, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|1=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ ხათუნა ბურჭულაძე (10 ივლისი, 2015). „ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან“. „ახალი ეკონომისტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ ექვთიმე თაყაიშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023.
- ↑ თეა დულარიძე. გრიგოლ წერეთელი და მისი ოჯახი. Naec.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023.
- ↑ „თსუ-ის პანთეონში ნიკო ცხვედაძის ძეგლი გაიხსნება“. „GHN”. 14 ნოემბერი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „თსუ-ს პანთეონში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის იუსტინე აბულაძის ნეშტი გადაასვენეს“. „ინტერპრესნიუსი“. 18 ნოემბერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება)