ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თამარ ცინცაბაძე (დ. 14 მაისი, 1958, თბილისი) — ქართველი ექიმი.

ბიბიოგრაფია

რედაქტირება

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1986–1991 წლებში იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1991–1994 წლებში სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წელს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომნელი. 1995–1996 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო დახმარების ხარისხის რესპუბლიკური ინსპექციის დირექტორის მოადგილე. 1996 წლიდან საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის განყოფილების გამგე. ავტორია 9 ნაშრომის, რომლებიც ეხება სასუნთქი გზების ალერგიულ დაავადებებს, სამედიცინო დაზღვევას, აღრიცხვას, ხარისხს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლები სასუნთქი გზების ატიპიური დაავადებების სპეციფიკურ ჰიპოსენსიბილიზაციასთან კავშირში“, დაიცვა 1994 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 337

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება