თამარისი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან თამარისი (მარნეული))
თამარისი (1944 წლამდე ტრაუბენბერგი) — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ალავარი, ახალი დიოკნისი). ზღვის დონიდან 320 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
თამარისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | თამარისი |
კოორდინატები | 41°26′24″ ჩ. გ. 44°44′24″ ა. გ. / 41.44000° ჩ. გ. 44.74000° ა. გ. |
ადრეული სახელები | ტრაუბენბერგი |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
მოსახლეობა | 1399[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 88,5 % სომხები 5,5 % აზერბაიჯანელები 4,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამარხი-აკლდამა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1399 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1690 | 817 | 873 |
2014[1] | 1399 | 686 | 713 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 580.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II