თამაზ პაიჭაძე
თამაზ პაიჭაძე (დ. 18 მაისი, 1942, თბილისი — გ. 2014) — ქართველი ინჟინერი.
1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო მშენებლობის ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით.
1965-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოში ინჟინრად, ამავე სამმართველოს კასპის საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოში — მთავარ ინჟინრად; 1972-1977 წლებში იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კეთილმოწყობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977-1989 წლებში მუშაობდა ამავე სამინისტროს სასტუმრო მეურნეობის სამმართველოს უფროსად;
1990 წლიდან ხელმძღვანელობდა შპს „პაიჭს“; მისი მუშაობის პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა საქართველოს სასტუმრო მეურნეობის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას; ქალაქებში: გაგრაში, ბათუმში, ბორჯომში, რუსთავში, სამტრედიაში, ლაგოდეხსა და ონში ახალი სასტუმროები აშენდა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 475