თაგილონი
თაგილონი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.[1]თემის ცენტრი (თაგილონი, სალხინო). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 60 მ. გალიდან 16 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
სოფელი | |
---|---|
თაგილონი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გალის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°32′45″ ჩ. გ. 41°46′59″ ა. გ. / 42.54583° ჩ. გ. 41.78306° ა. გ. |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება თაგილონი მომდინარეობს მეგრულიდან. გადმოცემით, ერთხელ ამ სოფელში მომხდარა უბედურება: სახლისკენ მიმავალ კაცს გზად ხიდი ჩატყდომია და მდინარეს გაუტაცია. ადგილობრივ მცხოვრებლებს უთქვამთ: თაქ გინოლ (მეგრული) „აქ გაიარაო“. დროთა განმავლობაში ნათქვამმა თაქ გინოლ მიიღო ფორმა თაგილონი და დაერქვა სოფელს.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876[2] | 1 291 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 419.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2017.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 216