თაგვფრინველისებრნი
თაგვფრინველისებრნი (ლათ. Coliidae) — ფრინველთა ოჯახი თაგვფრინველისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის 6 თანამედროვე სახეობას და რამდენიმე ამომწყდარ გვარს. ცნობილია ეოცენიდან. აფრიკის ენდემები არიან. მათი სხეულის სიგრძეა 30–38 სმ, წონა 42–56 გ.[1] გააჩნიათ გრძელი კუდის ბუმბული. ბინადრობენ სავანებში, ტყეებსა და უდაბნოებში. ბუდობენ ხეებზე. დებენ 2–4, ზოგჯერ 6 კვერცხს. იკვებებიან კენკრით, ნაყოფებით, მწერებით, ზოგჯერ სხვა ფრინველების კვერცხებით.
თაგვფრინველისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრზურგა თაგვფრინველი (Colius colius) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Coliidae (Swainson, 1837) | ||||||||||||
|
გვარები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Mayr, G., Peters D. S. The mousebirds (Aves: Coliiformes) from the Middle Eocene of Grube Messel (Hessen, Germany) // Senckenbergiana lethaea. — 1998. — № 78. — P. 179—197.
- Mayr, G. A new mousebird (Coliiformes: Coliidae) from the Oligocene of Germany // Journal für Ornithologie. — 2000. — № 141. — P. 85—92. — ISSN 0021-8375.
- Mayr, G. Late Oligocene mousebird converges on parrots in skull morphology // Ibis. — 2013. — Vol. 155 (2). — P. 384—396. — DOI:10.1111/ibi.12034.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.