ზღვის შროშანი (ლათ. Pancratium maritimum) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 40-70 სმ-ია. აქვს ფართოხაზური ფოთლები და ღეროს წვერზე შეკრებილი 2-დან 10-მდე თეთრი ყვავილი. ყვავილსაფარი თეთრია, ძაბრის
ფორმის, გრძელი მილით. ნაკვთები ხაზურლანცეტაა, უკან გადაღუნული, ზურგზე მწვანე ზოლით. ყვავილსაფარს აქვს მოკლე დანამატი და 12 მსხვილი სამკუთხა კბილი. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია ივნის-აგვისტო.[2]
ზღვის შროშანი |
---|
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Pancratium maritimum L., 1753 |
სინონიმები[1] |
---|
- P. angustifolium M. Roem.
- Hymenocallis maritima (L.) M.Roem.
- Pancratium carolinianum L.
- Scilla parva Garsault
- Hymenocallis lacera Salisb.
- Hymenocallis caroliniana (L.) Herb.
- Hymenocallis ruizii M.Roem.
- Pancratium aegyptiacum M.Roem.
- Pancratium abchasicum Regel
- Pancratium maritimum var. aureum Pynaert
- Pancratium angustifolium Lojac. 1909
- Pancratium barcinonense Sennen
- Pancratium mirennae Mattei
- Pancratium linosae Soldano & F.Conti
|
|
გავრცელებულია შუა ევროპაში, ხმელთაშუა-[3] და შავიზღვისპირეთში. ჩვენში დასავლეთ საქართველოში გვხვდება (აფხაზეთი, აჭარა), მაგრამ სანაპიროების ათვისების გამო გადაშენების საფრთხის წინაშეა.[2] იზრდება ზღვისპირა ქვიშებზე. იშვიათად აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.[3]