ლიხნი

სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
(გადამისამართდა გვერდიდან ზუფუ)

ლიხნი (აფხ. Лыхны) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე, გუდაუთიდან 5 კმ-ში. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ეწოდება ზუფუ,[2] ასევე ცნობილია მისი თურქული სახელწოდებები: სოუქსუ ან სუუქსუ.[3]ლიხნის ტერიტორიაზე არსებობს ორი მღვიმე.[4]

სოფელი
ლიხნი
აფხ. Лыхны́

ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°08′36″ ჩ. გ. 40°36′04″ ა. გ. / 43.14333° ჩ. გ. 40.60111° ა. გ. / 43.14333; 40.60111
პირველი ხსენება მე-6 საუკუნე
ადრეული სახელები ზუფუ, სოუქსუ
ცენტრის სიმაღლე 50
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 524 (1989)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
ლიხნი — საქართველო
ლიხნი
ლიხნი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლიხნი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ლიხნი ქართული (მეგრული) წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ვაზის მაღლარს“. წინა სახელი „ზუფუც“ ქართულია (მეგრული) და „უხვად მდინარეს“ – „წყლის უხვად მოსკდომას“ ნიშნავს.[5][6] XIX საუკუნის დასაწყისში სახელწოდება ჩაანაცვლა გიორგი შარვაშიძის მიერ დარქმეულმა სახელმა სოუქსუ/სუუქსუმ, რომელიც თურქულად ნიშნავს „ცივ წყალს“.

სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. XVII ს. დასაწყისიდან აფხაზეთში დაწინაურდა შარვაშიძეთა ფეოდალური სახლი, რომელმაც შეძლო აფხაზ ფეოდალთა შეკავშირება და აფხაზეთის ოდიშისაგან გამოყოფა. ამიერიდან შარვაშიძეები მთავრის ტიტულით მართავდნენ აფხაზეთს, რომლის ცენტრი შეიქმნა ზუფუ (ლიხნი).[7][8][9] ამის გამო, ილორის წმინდა გიორგის ხატის ლევან დადიანისეულ წარწერაში ლიხნელ აფხაზებს „ზუფუარები“ ეწოდებათ:

 
„…მიუჴედით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალს აქათ ავაოჴრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ. და კაპოეტის წყალზე (ბზიფი) შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა და დავჴოცეთ. ზოგი ჴელთ დაგვრჩა და გამარჯვებულნი მოვედით…[10]
 
შერვაშიძეების სასახლის ნანგრევები
 

ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთის პოლიტიკურ ცენტრად ასახელებს ზუფუს, რომელიც იმავე სახელწოდების მდინარის პირას მდებარეობს. ვახუშტის მიხედვით ზუფუ მცირე ქალაქია, სახლი და სამყოფელი შერვაშიძეთა, რომლებიც აფხაზეთის მთავრები არიან. მდინარე ზუფუს ახლა ხიფსთა ეწოდება, ხოლო დასახლებულ პუნქტს – ლიხნი.[2][11]

XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მთავარმა გიორგი ჩაჩბა შარვაშიძემ დასახლებას სახელწოდება შეუცვალა და მას სოუქსუ უწოდა, რაც თურქულად ცივ წყალს ნიშნავს. 1863 წლამდე ლიხნი აფხაზეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა. ბოლო შეხვედრა კი აფხაზეთის ომის წინ — 1989 წელს, 18 მარტს გაიმართა, რომელზედაც აფხაზეთისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის დაბრუნების საკითხი დააყენეს. ამ ინიციატივას არც სსრკ-ს ცენტრალურმა ორგანოებმა დაუჭირეს მხარი და არც საქართველომ. შეკრებაზე დაახლოებით 30 ათასი აფხაზი შეგროვდა[12] (სხვა მონაცემებით — დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანი).[13]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[14] 2138
1989   524

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — X საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია და ჩაჩბა-შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის აჯანყების შემდეგ, მათ მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას.[15] აბაანთას ციხე (VII ს.) მდებარეობს სოფლის განაპირას მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შერვაშიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 271.
  • Очерки из истории Грузии, Абхазия с древнейших времен до наших дней, Издательство ИНТЕЛЕКТИ, Тбилиси, 2009, ст. 7, 202.
  • Л. Г. Хрушкова, Лыхны. Средневековый дворцовый комплекс в Абхазии. — М.: 1998.
  • З. В. Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии (VI- XVII вв.) 1959
  • И. Г. Антелава, Очерки по истории Абхазии XVII- XVIII веков, 1949
  1. http://pop-stat.mashke.org/abkhazia-census.htm
  2. 2.0 2.1 ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 784
  3. СМОЛЕНСКИЙ С. ВОСПОМИНАНИЯ КАВКАЗЦА. Военный сборник, № 9. 1872
  4. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი გვ. 214-216 — თბილისი, 1966
  5. ზ. პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი, თბილისი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021. — გვ. 29, ISBN 978-9941-25-969-2.
  6. ალიო ქობალია, მეგრული ლექსიკონი, „არტანუჯი“, 2010. — გვ. 382.
  7. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ალ. ჭაყონიას თარგმანი გვ. 176
  8. И.Г.Антелава, Очерки по истории Абхазии XVII- XVIII веков, 1949,. С. 25
  9. З.В.Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии (VI- XVII вв.) 1959, с. 261-262
  10. კ. გრიგოლია, ილორის წმ. გიორგის ხატის წარწერა. ენიმკის მოამბე, XIII, 1942, გვ. 158
  11. Очерки из истории Грузии, Абхазия с древнейших времен до наших дней, Издательство ИНТЕЛЕКТИ, Тбилиси, 2009, ст. 7, 202.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2010-10-04.
  12. თამთა ქარჩავა, ახალი ლიხნის შეკრება აფხაზეთში // გაზეთი რეზონანსი
  13. ლიხნის თავყრილობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-10-05.
  14. Кавказский календарь на 1885 год გვ. 216
  15. Стражев В.И. Руинная Абхазия. Сухум, 1925