ზურაბ გეწაძე
ზურაბ გეწაძე (დ. 6 თებერვალი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელი (2009–2022).
ზურაბ გეწაძე | |
---|---|
ზურა გეწაძე | |
დაბადების სახელი | ზურა გეწაძე |
დაბადების თარიღი |
6 თებერვალი, 1971 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1988–1992 წლები |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ გეწაძე დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 1992 წლიდან. დრამის რეჟისურაში მომზადება გაიარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფში 2008–2010 წლებში. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
პროფესიული გამოცდილება
რედაქტირება- 1992 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.
- 2000: შემოქმედებითი კავშირი „კავკასიური თეატრალური ლაბორატორიის“ დამფუძნებელი, მენჯერი, ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი.
- 2005 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
- 2009–2013: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მმართველი.
- 2013–2022: მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი.
- 2013–2017: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ დირექტორი.
- 2023 წლიდან: ა(ა)იპ „თეატრის განვითარების ფონდი“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე. [წყარო არ არის მითითებული 421 დღე]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაგადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 2002: „საქველმოქმედო წარმოდგენა“ (მათხოვარი) რეჟ. ოთარ ლითანიშვილი
- 2003: „ანანოს დაბადების დღე“ (ომარი) რეჟ. ოთარ ლითანიშვილი
- 2006: „გრაფიტი“ რეჟ. ვანო ბურდული
- 2010: „გალობის რაინდები“ (ფილიმონ ქორიძე) რეჟ. ნანა ჯანელიძე
- „ჩემი ცოლის დაქალები“ (ტიტე) რეჟ. გიორგი ლიფონავა
დადგმული სპექტაკლები
რედაქტირებათბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
რედაქტირება- 2004: ჯონ სინგი „გმირი“ აგრეთვე პროექტის მენეჯერი.
- 2007: ეჟენ იონესკო „მელოტი მომღერალი ქალი“ აგრეთვე პროდიუსერი, აღმასრულებელი დირექტორი.
- 2010: ლაშა ბუღაძე „7 პპ (7 პატარა პიესა)“
- 2013: სლავომირ მროჟეკი „პოლიცია“
- 2016: უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“
- 2018 ბასა ჯანიკაშვილი „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“
- 2021 ჰაინერ მიულერი „ჰამლეტი/მანქანა“
კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი
რედაქტირება- 2023: ეჟენ იონესკო „მარტორქები“
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი
რედაქტირება- 2008: სარა კეინი „4:48 ფსიქოზი“ (კითხვა), (ექსპერიმენტული სცენა)
ნათამაშები როლები
რედაქტირებამიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
რედაქტირება- ლაშა ბუღაძე „7 პპ (შვიდი პატარა პიესა)“ (წამყვანი) რეჟ. ზურაბ გეწაძე
- დავით კლდიაშვილი „ბაკულას ღორები“ (კაცია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- უილიამ შექსპირი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ფილოსტრატე) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ეჟენ იონესკო „მელოტი მომღერალი ქალი“ (მეხანძრე) რეჟ. ზურაბ გეწაძე
- ლუიჯი პირანდელო „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (რეჟისორი) რეჟ. გიორგი მარგველაშვილი
- აკუტაგავა რიუნოსკე „ცხოვრება იდიოტისა“ (სინძო) რეჟ. დავით დოიაშვილი
- ფედერიკო გარსია ლორკა „მარიანა პინედა“ (ფერნანდო) რეჟ. გიორგი სიხარულიძე
- ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“ (ლევინი) რეჟ. გიორგი სიხარულიძე
- გურამ დოჩანაშვილი „ჰარალეთი, ჰარალეთი“ (ტიტიკო) რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
- ედუარდო დე ფილიპო „ნეაპოლი — მილიონერთა ქალაქი“ (პეპე) რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
- ჯეინ მარტენი „კილი და დუ“ (ვალერი) რეჟ. ქეთი დოლიძე
- ჰაინერ მიულერი „მედეა-მასალა“ (იასონი) რეჟ. მიხეილ მარმარინოსი
- ჟან ბატისტ მოლიერი „ტარტიუფი“ (კლეანტი) რეჟ. დავით საყვარელიძე
- ჯონ მილინგტონ სინგი „გმირი“ (ფილი ქულენი) რეჟ. ზურაბ გეწაძე
- იოკე ვან ლეეუვენი „ჰიპ“ (ვარე) რეჟ. დავით საყვარელიძე
- სემიუელ ბეკეტი „გოდოს მოლოდინში“ (პოცო) რეჟ. გიორგი აფხაზავა
- ჯორჯ ორუელი „ცხოველთა ფერმა“ (ბოქსიორი) რეჟ. გაი მასტერსონი
სატელევიზიო გადაცემების წამყვანი
რედაქტირება- 1998–2000 წლები: „ტელე-პროცესი“ — მე-9 არხი
- 2000 წელი: „გვირგვინი“ — I არხი
- ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო აღნიშვნის მონაწილე.
- 2004–2006 წლები: „იმედის დილა“, „ჩვენი ეზო“ — ტელეკომპანია „იმედი“.
- 2007 წელი: მუსიკალური კონკურსის „იმედის ტალღა II“-ის პრიზიორი — ტელეკომპანია „იმედი“.
განხორციელებული პროექტები
რედაქტირება- 2002: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, მენეჯერი.
- 2004: თეატრალური ფესტივალი „ახალი დრამა“, მენეჯერი.
- 2008: „სალომე ყანჩელის საღამო“, რუსთაველის თეატრი, მენეჯერი, დამდგმელი რეჟისორი (რობერტ სტურუასთან ერთად)
- 2009: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა თუმანიშვილის თეატრში. ბასა ჯანიკაშვილის „მეტრო“ და ლალი კეკელიძის „მკვდარი საათი“. რეჟისორი, პროექტის მენეჯერი.
- 2010: პროექტი „ახალი ქართული პიესების საჯარო კითხვები“ თუმანიშვილის თეატრში. პროექტის ხელმძღვანელი.
- 2013: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, გენერალური დირექტორი.
- 2014: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, გენერალური დირექტორი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურაბ გეწაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ გეწაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ზურაბ გეწაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ზურაბ გეწაძე Facebook-ზე
- მხოლოდ „7 პ პ“ ძველი „25 პ პ“-დან[მკვდარი ბმული]
- ზურაბ გეწაძე[მკვდარი ბმული] — მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
- ვიდეო youtube-ზე