ჰაინერ მიულერი
ჰაინერ მიულერი (დ. 9 იანვარი, 1929 — გ. 30 დეკემბერი, 1995) — გერმანელი დრამატურგი, პოეტი, მწერალი, ესეისტი, და თეატრალური რეჟისორი. მიულერს აღწერენ, როგორც „თეატრის უდიდეს პოეტს“ სამუელ ბეკეტის შემდეგ, ხოლო ბერტოლტ ბრეხტის შემდეგ, მიულერი თავისუფლად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დრამატურგი.