ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზოუი დეშანელი (ინგლ. Zooey Deschanel; დ. 17 იანვარი, 1980, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. სახელი გაითქვა კომედიური ჟანრის ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობით, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ჯესიკა დეის როლმა მოუტანა, რომელსაც ასრულებს სერიალში „ახალი გოგონა“. ამ როლისათვის იგი ნომინირებული იყო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

ზოუი დეშანელი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1980
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად შვეიცარიელი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი
ალმა-მატერი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მომღერალი
აქტიური 1998-დღემდე
რელიგია იუდაიზმი
მეუღლე(ები) ბენ გიბარდი
(ქ. 2009; განქ. 2012)
ჯეიკობ პეჩენიკი
(ქ. 2015)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: კეილებ დეშანელი
დედა: მერი ჯო დეშანელი
ნათესავები ემილი დეშანელი (და)

ბავშვობა და განათლება

რედაქტირება

ზოუი დეშანელი დაიბადა 1980 წლის 17 იანვარს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში[1]. იგი არის კინო-რეჟისორ კეილებ დეშანელისა და მისი ცოლის, მსახიობ მერი ჯო დეშანელის (ქალიშვილობის გვარია უიერი) უმცროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავს, ასევე მსახიობი ემილი დეშანელის სახით[2]. იგი წარმოშობით არის შვეიცარიელი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ირლანდიელი და ფრანგი[3].

მან ლოს-ანჯელესში მდებარე სანტა მონიკას სკოლა დაამთავრა, სადაც მეგობრობდა მომავალ ვარსკვლავებთან: ჯეიკ ჯილენჰოლსა და კეიტ ჰუდსონთან[4]. ამის შემდეგ ზოუიმ უმაღლესი განათლება ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში მიიღო[5].

 
ზოუი დეშანელი 2014 წლის მაისში.

ზოუი დეშანელის სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა სერიალში „ვერონიკას კარადა“ შესრულებული ელენას როლით. 2005-13 წლებში იგი ახმოვანებდა ანიმაციურ-სერიალ „ამერიკელ მამიკოს!“, რასაც 2008-2013 წლებში მოჰყვა ანიმაციურ-სერიალ „სიმპსონებში“ მერი სპუკლერის გახმოვანება.

2009 წელს სერიალში „ძვლები“ შეასრულა მარგარეტ უიტესელის ეპიზოდური როლი. ამავე წელს სამერ ფინის როლი შეასრულა ფილმში „ზაფხულის 500 დღე“. ამას მოჰყვა 2011 წელს შესრულებული ნატალის როლი ფილმში „ჩვენი იდიოტი ძმა“ და იმავე წელს შესრულებული ბელადონას როლი ფილმში „თქვენო უდიდებულესობავ“.

2011 წელს იგი დაამტკიცეს Fox-ის სერიალ „ახალი გოგონას“ მთავარ — ჯესიკა დეის როლზე. სერიალის გადაღებები 2018 წლამდე მიმდინარეობდა და ჯესიკას როლმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ამ როლისათვის იგი წარდგენილი იყო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

გარდა მსახიობობისა, იგი აქტიურად საქმიანობს, როგორც მომღერალი. 1998 წლიდან დღემდე მას გამოშვებული აქვს შვიდი ალბომი და ჩაწერილი აქვს თოთხმეტი სინგლი. აღსანიშნავია, რომ სიმღერების უმეტესობას ზოუი დეშანელი თავადვე წერს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ზოუი დეშანელს ალერგია აქვს კვერცხზე, სოიაზე, რძესა და ხორბლის წებოვანაზე[6]. ჯანმრთელობისა და ფიგურის შესანარჩუნებლად იგი ვეგანი გახდა[7], თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდა ბევრი საკვების ერთდროულად უარყოფა[8].

2008 წლის დეკემბერში იგი დაინიშნა მუსიკოს ბენ გიბარდზე[9], რომელზეც 2009 წლის 19 სექტემბერს დაქორწინდა ვაშინგტონში[10]. 2011 წლის 1 ნოემბერს ზოუიმ განაცხადა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა[11], რაც 2012 წლის 12 დეკემბერს მათი განქორწინებით დასრულდა[12].

2015 წლის იანვარში იგი მეორედ დაინიშნა პროდიუსერ ჯეიკობ პეჩენიკზე[13]. 2015 წლის ივნისში ზოუი და ჯეიკობი დაქორწინდნენ[14]. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ: ელზი ოტერი (დაიბადა 2015 წლის ივლისში)[15] და ჩარლი უოლფი (დაიბადა 2017 წლის მარტში)[16]. 2019 წელს დეშანელმა და პეჩენიკმა გაშორების შესახებ დააანონსეს, თუმცა ჯერ კიდევ ქორწინებაში არიან[17]. ცნობილია, რომ ქმრის რწმენის გამო დეშანელმა იუდაიზმი მიიღო[18].

  1. 1.0 1.1 "Zooey Deschanel". TVGuide.com. Archived from the original on September 6, 2015. Retrieved November 9, 2015.
  2. Miller, Sarah (April 2007). "Interview with Emily Deschanel". Retrieved February 12, 2011.
  3. Powell, Kimberly. "Interesting Ancestors of Emily & Zooey Deschanel დაარქივებული 2013-05-15 საიტზე Wayback Machine. ". Genealogy.about.com. Retrieved 2012-10-28.
  4. De Vries, Hilary (September 15, 2002). "A Night Out With Zooey Deschanel; Now, Life Is a Cabaret". The New York Times. Retrieved December 1, 2007.
  5. Mutnick, Ally (August 26, 2014). "Northwestern alums out in full force at Emmys". The Daily Northwestern. Retrieved November 24, 2019.
  6. "Zooey Deschanel". Time Out. December 5, 2007. Retrieved April 14, 2010.
  7. "Zooey Deschanel Veganizes Top Chef Masters Next Week " Crushable". Bravofan.com. July 31, 2009. Retrieved April 14, 2010.
  8. "Zooey Deschanel: Making the Healthy Life Rock — Healthy Living — Health.com დაარქივებული 2012-06-03 საიტზე Wayback Machine. ". Living.health.com. Retrieved April 14, 2010.
  9. "Zooey Deschanel Is Engaged!". December 29, 2008. Retrieved January 4, 2012.
  10. "Zooey Deschanel Gets Married". September 20, 2009. Retrieved October 24, 2009.
  11. Ravitz, Justin (November 1, 2011). "Zooey Deschanel, Husband Ben Gibbard Separate". Us Weekly. Retrieved November 1, 2011.
  12. "Zooey Deschanel finalizes divorce დაარქივებული 2019-12-18 საიტზე Wayback Machine. ". CNN. December 18, 2012.
  13. "Zooey Deschanel Is Engaged to Jacob Pechenik". ABC News. January 21, 2015.
  14. "Celebrity Extra". King Features. August 13, 2015. Archived from the original on November 4, 2015. Retrieved August 20, 2015.
  15. Fay Strang (October 20, 2015). "Zooey Deschanel reveals unusual baby name". mirror.
  16. Vivinetto, Gina. "It's a boy! Zooey Deschanel welcomes baby No. 2". TODAY.com. Retrieved May 11, 2017.
  17. "Zooey Deschanel and Jacob Pechenik Split After 4 Years of Marriage: We're 'Better Off as Friends'". People.
  18. Sanghani, Radhika (November 10, 2015). "Zooey Deschanel is Jewish. These three women changed their religions for love too". Retrieved August 24, 2018 – via www.telegraph.co.uk.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზოუი_დეშანელი“-დან