ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ემილი დეშანელი (ინგლ. Emily Deschanel; დ. 11 ოქტომბერი, 1976, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა დოქტორ ტემპრანს ბრენანის როლით Fox-ის სერიალში „ძვლები“, რომელშიც იგი 2005-2017 წლებში მონაწილეობდა.

ემილი დეშანელი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1976
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად შვეიცარიელი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1994-დღემდე
მეუღლე(ები) დევიდ ჰორნსბი
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: კეილებ დეშანელი
დედა: მერი ჯო დეშანელი
ნათესავები ზოუი დეშანელი

ბავშვობა და განათლება

რედაქტირება

ემილი დეშანელი დაიბადა 1976 წლის 11 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში[2]. იგი არის კინო-რეჟისორ კეილებ დეშანელისა და მისი ცოლის, მსახიობ მერი ჯო დეშანელის (ქალიშვილობის გვარია უიერი) უფროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავს, ასევე მსახიობი ზოუი დეშანელის სახით[3]. იგი წარმოშობით არის შვეიცარიელი, ნიდერლანდელი, ინგლისელი, ირლანდიელი და ფრანგი[4].

დეშანელმა ლოს-ანჯელესში დაამთავრა ჰარვარდ-უესტლეიკის სკოლა[5], რის შემდეგაც სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში განაგრძო გამოყენებითი ხელოვნების განხრით, რის პარალელურადაც გადამზადება გაიარა პროფესიონალურ მსახიობობაში.

 
ემილი დეშანელი 2009 წლის 28 მარტს.

დეშანელის სამსახიობო დებიუტი 1994 წელს შედგა ფილმში „ეს შეიძლება შენ დაგემართოს“ შესრულებული ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტის როლით. ექვსწლიანი შესვენების შემდეგ ემილი დეშანელი კვლავ დაუბრუნდა მსახიობობას და უკვე 2000 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ამ საქმიანობაში. 2004 წელს იგი მიმღებში მომუშავე გოგონას როლში გადაიღეს ფილმში „ადამიანი ობობა 2“.

2005 წელს იგი პირველად დაამტკიცეს მთავარ როლზე. ამ დროს იგი კომპანია Fox-ის სერიალში „ძვლები“ დაამტკიცეს მთავარ — ანთროპოლოგიის დოქტორ ტემპრანს ბრენანის როლზე, რომელიც FBI-ის აგენტ სილი ბუთთან და სხვა ექსპერტებთან ერთად მუშაობს მოკლული ადამიანების გახრწნილი გვამების ამოცნობასა და მათი მკვლელობის საქმეების გახსნაზე. ამ როლმა ემილის განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ტემპრანსის როლისათვის იგი შვიდჯერ იყო წარდგენილი სხვადასხვა სამსახიობო ჯილდოზე, თუმცა ვერცერთხელ გაიმარჯვა. სერიალის გადაღებები 2017 წელს დასრულდა.

„ძვლების“ პარალელურად იგი თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ჩემი მფარველი ანგელოზი“ (2009, შეასრულა დოქტორი ფარკადის როლი) და „იდეალური ოჯახი“ (2011, შეასრულა შენონ კლერის როლი).

ტეპრანს ბრენანის პერსონაჟმა თავად სერიალის გარეთაც დიდი ასახვა ჰპოვა, რის გამოც ემილი ტემპრანსსა და საკუთარ თავს ახმოვანებს ისეთ ანიმაციურ-ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „კლივლენდის შოუ“, „ამერიკელი მამიკო!“ და „სიმპსონები“. 2019 წელს მან ფილმში „ცხოველების სამეფო“ შეასრულა ენჯელას როლი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ემილი კათოლიკური წესებითა და რწმენით აღიზარდა, თუმცა თავად იგი შეხედულებებით აგნოსტიციზმის მიმდევარია. იგი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია, რის გამოც თავიდან ვეგეტარიანელი გახდა, დღეისათვის კი ვეგანია[6].

აღსანიშნავია, რომ მისი საუკეთესო მეგობარი მიკაელა კონლინია, მსახიობი, რომელიც მასთან ერთად ენჯელა მონტენეგროს როლს ასრულებს სერიალში „ძვლები“, სადაც ენჯელა და ტემპრანსიც საუკეთესო მეგობრები არიან[7].

2010 წლის 25 სექტემბერს ემილი დეშანელი დაქორწინდა მსახიობ დევიდ ჰორნსბიზე[8], რომელთანაც 2011 წლის 21 სექტემბერს პირველი[9], ხოლო 2015 წლის 8 ივნისს კი მეორე ვაჟი გააჩინა[10].

  1. "Monitor". Entertainment Weekly (1176/1177): 34. Oct 14–21, 2011.
  2. "Emily Deschanel". TVGuide.com. Archived from the original on February 14, 2015. Retrieved January 25, 2017.
  3. Miller, Sarah (April 2007). "Interview with Emily Deschanel". Retrieved February 12, 2011.
  4. Powell, Kimberly. "Interesting Ancestors of Emily & Zooey Deschanel დაარქივებული 2013-05-15 საიტზე Wayback Machine. ". Genealogy.about.com. Retrieved 2012-10-28.
  5. "Los Angeles natives დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. ". thedailytruffle.com. Retrieved August 19, 2011.
  6. http://www.thankingthemonkey.com/
  7. http://www.hngn.com/articles/52569/20141211/bones-cast-david-boreanaz-directing-200-episodes-season-10-fox.htm
  8. Zuckerman, Suzanne (September 25, 2010). "Actress Emily Deschanel Weds". Retrieved September 26, 2010.
  9. Dyball, Rennie; Raferty, Liz (September 21, 2011). "Emily Deschanel Has a Baby Boy". People. Retrieved September 21, 2011.
  10. "Emily Deschanel Gives Birth, Welcomes Second Son With Husband". usmagazine.com. 8 June 2015. Retrieved 20 March 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემილი_დეშანელი“-დან